LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხის დროს? – რეკომენდაციები ზაფხულში

352
როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხის დროს - რეკომენდაციები ზაფხულში

ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით ექიმს.


🔸 ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.

🔸 დაუკავშირდით ექიმს თუ ბავშვს აქვს: სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, გულის რევა, ღებინება, დაბუჟება, ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა), ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა.

🔸 თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე.

🔸 ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

🔸 დაბანეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად.

  • წლის ცხელ პერიოდში განსაკუთრებით მოერიდეთ დამდგარ წყალსატევებსა და ტბებში შესვლას და ბანაობას, რათა თავიდან აიცილოთ რიგი დაავადებები (ტულარებია და სხვა).
  • თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი ბავშვისგან უსაფრთხო მანძილზე და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება.
  • თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას.
  • განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ტკიპის ნაკბენის მიმართ: ასეთ შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს და შეასრულეთ შესაბამისი რეკომენდაციები. ტკიპის ნაკბენის თავიდან ასაცილებლად ტყეში და მინდორში ყოფნისას აუცილებლად ატარეთ დახურული ტანსაცმელი, იქ ყოფნისას ხშირად და სახლში დაბრუნებისას დაათვალიერეთ სხეული.
  • თერმულად კარგად დაამუშავეთ ცხოველური საკვები პროდუქტები, რათა თავიდან აიცილოთ საკვების-მიერი ინფექციური დაავადებების გადაცემა (სალმონელოზი და სხვ.). არ დატოვოთ საკვები ღია სივრცეში შეფუთვის გარეშე, რათა არ მოხდეს მისი დაბინძურება მწერების (ბუზების და სხვა) მიერ.
  • არ დატოვოთ მალფუჭებადი საკვები (ტორტი, ნამცხვრები და სხვა რძის პროდუქტებზე დამზადებული, გატარებული ხორცის შემცველი პროდუქტები და სხვა) ღია და ცხელ გარემოში, 1 საათზე მეტი ხნით. დაიცავით საკვების შენახვის წესები (განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტებისთვის), პროდუქტი შეინახეთ მაცივარში.
  • ხელის ჰიგიენის სწორად დაცვა თავიდან აგვაცილებს ნაწლავურ და სხვა ინფექციურ დაავადებებს, რომლებიც, წლის ცხელ პერიოდში, უფრო ხშირია.
  • არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში, ან მზის სხივების ქვეშ. გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯრის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით.
  • თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g