LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავწეროთ გაყიდვადი პროექტი – FM ქოუჩი

18
lizi-sofromadzenewsss

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ ვმართოთ პროექტი და რა უნდა ვიცოდეთ წარმატებული პროექტის შესახებ – ამ თემაზე ტრენერმა ლიზი სოფრომაძემ გადაცემაში “FM ქოუჩი” ისაუბრა.

რა არის პროექტი?

პროექტი ეს არის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც სასარგებლო ცვლილებების განხორციელება გვსურს და რომლის მიზანია: ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნა ან გარკვეული შედეგის მიღება. ეს არის განსაზღვრული დასაწყისისა და დასასრულის მქონე კოორდინირებულ მოქმედებათა უნიკა ლური ერთობლიობა,  რომელიც ხორციელდება ადამიანთა ჯგუფისა თუ ორგანიზაციის მიერ. პროექტის საშუალებით შესაძლებელია სპეციფიკური მიზნების მიღწევა შესაბამისი ფინანსებისა და დროის შუალედში.

პროექტის მართვა ბიზნესსაქმიანობის ის მექანიზმია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მივაღწიოთ წარმატებას საქონელის ან მომსახურების წარმოების დროს ახალი ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით. პროექტად მოიაზრება არა მხოლოდ რთული ეკონომიკური საქმიანობის განხარციელება, არამედ საოჯახო დასვენება, წვეულების მოწყობა და სხვა შემთხვევები, რომელიც მოითხოვს ორგანიზებას და ფულად დანახარჯებს.

პროექტი წარმოადგენს სხვადასხვა პროფესიისა და მიზნების მქონე ჯგუფების (სუბიექტების) შრომის შედეგს, რომელსაც აქვს ღირებულება, შესრულების ეტაპები, ყავს დამკვეთი და შემსრულებელი, რომელიც პასუხისმგებლობას ღებულობს პროექტის შესრულების ვადებზე, ხარჯებზე, ხარისხზე, ეფექტიანობაზე, კონკურენტუნარიანობაზე და სხვა. ყველა ამ პროცესს ჭირდება მართვა, რომელიც მეტად საინტერესო პროცესია.

რამდენად მნიშვნელოვანია პროექტი დროში გაიწეროს?

პროექტი ეს არის განსაზღვრულ დროში, კონკრეტულ გარემო პირობებში, მოცემული  ფინანსებითა და რესურსებით (ადამიანური, ტექნიკური, მასალები) მიზანმიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება; პროექტი არის მიზანზე ორიენტირებული კოორდინირებული, ურთიერთდაკავშირებული ღონისძიებების ერთობლიობა.

პროექტის მახასიათებლებია:

  • პერიოდი, ყველა პროექტი დროის გარკვეულ შუალედში ხორციელდება, აქვს დასაწყისი და დასასრული.
  • პრექტს ახორციელებს გუნდი, იგი დაფუძნებულია გუნდურ მუშაობაზე.
  • ეფუძნება ორგანიზებულ გეგმას, მის განხორციელებას სჭირდება გაწერილი გეგმა;
  • საჭიროებს ფინანსური რესურსებს;
  • ყველა პროექტი უნიკალურია;

ისევე, როგორც ნებისმიერი წამოწყება, პროექტიც უნდა განხორციელდეს და დასრულდეს განსაზღვრული პირობების დაცვით. ტრადიციული მიდგომით, პროექტს აქვს სამი შეზღუდვა: შინაარსი, დრო და რესურსები.  ამ შეზღუდვების ერთობლიობას ასევე უწოდებენ პროექტის მართვის სამკუთხედს, რომლის ყოველი გვერდი წარმოადგენს შეზღუდვას. ამ სამი კომპონენტიდან ერთის ცვლილება დანარჩენ ორზეც ახდენს გავლენას.

პროექტის მართვა გულისხმობს ცოდნის, უნარების, საჭირო მექანიზმებისა და ტექნიკის გამოყენებას შედეგის მისაღწევად. პროექტის მართვა მოიცავს:სააჭიროებების განსაზღვრას, მიზნების დასახვას, შინაარსობრივი მხარის ჩამოყალიბებას, დროის, ხარჯებისა და სხვა საკითხების გადაწყვეტას. პროექტის მართვისას მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების განსაზღვრა, მათი მოლოდინებისა და ინტერესების გათვალისწინება და არსებული რისკების შეფასება.

პროექტის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია გეგმების არსებობა, განხორციელებისას გეგმები იცვლება თუმცა წინასწარი გეგმის არსებობა განხორციელების დროს ლავირებისა და სასურველი ცვლილების მოხდენის საშუალებას გვაძლევს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროექტის სწორად დაგეგმვა.

არაოფიციალური წესების მიხედვით:

  • მნიშვნელოვანი პროექტები არც დროულად იწყება, არც დადგენილ ბიუჯეტში ეტევა და არც იმავე თანამშრომლებით სრულდება, რომლითაც დაიწყო;
  • პროექტების უმრავლესობა შედარებით სწრაფად ვითარდება სანამ 90% შესრულდება, შემდეგ კი 90%-ზე რჩება სამუდამოდ;

პროექტების შეიძლება ჩავარდეს თუ:

  • ორგანიზაციის მიზნებთან არ არის თავსებადი;
  • მასშტაბი არასწორადაა შერჩეული;
  • პრობლემებია პროექტის მენეჯმენტში;
  • პროექტებთან დაკავშირებული პრობლემები.

ვრცლად პროექტის შესახებ ინფორმაციას მოისმენთ ონლაინ მასტერკლასზე, რომელიც “ფორტუნა აკადემიის” Facebook-გვერდზე ჩატარდება. იხილეთ ბმული:

https://www.facebook.com/events/647221639194166/

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g