LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ებრძვიან კარდაშიანები ცელულიტს საჯდომზე – კადრები, რომლებმაც ინტერნეტი დაიპყრო (ფოტო)

22

მიმდინარე წლის გაზაფხულზე კიმ კარდაშიანი ბოდიშეიმინგის მსხვერპლი გახდა. მექსიკის სანაპიროზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან გამოჩნდა, რომ მისი სხეული არც ისე იდეალურად გამოიყურება, როგორც ეს „ინსტაგრამის“ ფოტოებზეა. სწორედ ამის შემდეგ, მან გადაწყვიტა საკუთარ თავზე იმუშაოს და აქტიური ვარჯიში დაიწყო. ცოტა ხნის წინ კი მას დები – კორტნი და ქლოე შეუერთდნენ.

ამ დღეებში ქსელში გადაცემა Keeping Up with the Kardashians-ის ახალი სერია გამოქვეყნდა, სადაც კიმის ცნობილმა დებმა საკმაოდ თამამი მინიატურა წარმოადგინეს იმის შესახებ თუ როგორ ებრძვიან ცელულიტს პრობლემურ ადგილებში.

კორტნიმ საჯდომი მოიშიშვლა, ხოლო ქლოემ და ოჯახის ახლობელმა, ჯონათან ჩებანმა მისთვის მასაჟის კეთება დაიწყეს. მრავალმილიონიან აუდიტორიას კარდაშიანებმა უჩვენეს, როგორ ებრძვიან ამ საკმაოდ მტკივნეულ თემას. როგორც მოსალოდნელი იყო, კადრებს ინტერნეტმომხმარებლებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტო + ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები