LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ეხმაურებიან ინტერნეტში გურამ კაშიას მიერ LGBT თემის ღია მხარდაჭერას – ტოპკომენტარები

43

ქართველმა ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ ერთ-ერთ თამაშზე LGBT-ს მხარდამჭერი კაპიტნის  სამკლავური მოირგო, რითაც ამ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა. ფოტოს ინტერნეტში გავრცელების შემდეგ სპორტსმენის მიმართ საყვედურიც ისმის და გამხნევებაც.

გთავაზობთ ტოპკომენტარებს:

„არ უნდა გაიკეთოს… ესე ყველამ რომ თვალი დავხუჭოთ და გავატაროთ ყველაფერი, სადამდე მივალთ გიფიქრიათ?! თუ ფეხბურთში დაიწყება გეების პროპაგანდა, მე პირადად არასოდეს აღარ ვუყურებ ფეხბურთს!!!“

„კარგი კაცი“

„სირცხვილი და თავის მოჭრა, არ უნდა გაეკეთებინა, დემონსტრაციული უარი უნდა ეთქვა, თუნდაც კარიერის ფასად დასჯდომოდა, სამწუხაროა ეს ყველაფერი…“

„გამარჯობა გურამ, თუ ეს სამკლაური LGBT საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით გიკეთია და გააზრებულად თანახმა იყავი ამაზე – მადლობა პირადად ჩემგან და იმ უამრავი ადამიანისგან, ვისაც შენს სამშობლოში ფარისეველი და ბანძი „ვაშკაცები“ დევნიან, სცემენ და ავიწროვებენ სქესობრივი ორიენტაციის გამო, ანუ იმის გამო რაც მათ არ აურჩევიათ. (სულ ყველაფერს რომ შევეშვათ) მადლობა. Good job“.

„გურამ, თამაში რომ დამთავრდება, ადექი და ტუალეტში ჩააგდე ეგ გეების სამკლაური…“

„ეს კომენტარები, ეს უვიცობა და მართლა უგულობა არის კოშმარი. კაშია კაი ადამიანია, იაზრებს ბევრ რამეს. აქ მაგინებელთა უმეტესობას სახლში, სამეზობლოში, სანათესაოში, საახლობლოში, საყვარელ ადამიანებში ძალიან ბევრი გეი და ლესბოსელი ყავს, მაგრამ ამ სიგიჟეების დამწერთ ჰგონიათ, რომ ვიღაც უცხო ადამიანებს აგინებენ და სწერენ. დაჩაგრული ადამიანის გამხნევება და მხარდაჭერაა საქმე, თორემ სიძულვილი ყველას შეუძლია. როგორც ვაჟასთან ალუდა ქეთელაურში, სადაც კაცი საკუთარი მტრის ღირსებისთვის იბრძვის ჯოგად ქცეული ხალხის წინააღმდეგ, ან როგორც ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაში, „იგი“ გაიმართება და ამ დროს ჯგრო თავს დაესხმება, ნუ იქცევით ამ ჯგროსავით!“

„მე მგონი რომ ჩამოვა, მარჯვენა ხელი უნდა მოვკვეთოთ, სხვა გზა არაა :(“

„არანაირი გმართლება არ აქვს ამ სიბილწის წახალისებას. ამ დაძალებულ საჯარო აქტზე საჯაროდვე უნდა გასცეს გურამმა საკადრისი პასუხი.

მხოლოდ ეს დაუბრუნებს წართმეულ ღირსებას. და ამის შემდეგ ყველას თვალში კიდევ უფრო მეტად ამაღლდება, ვიდრე ამ დანაშაულის ჩადენამდეც კი იყო.

და რაც მთავარია, ღვთის წინაშე მართებს ასე მოქცევა“.

„ვინც ამას დააძალა, ოჯახში არ მოაკლდეს ეგეთები“

„ფულზე კაცობა არ უნდა გაცვალო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g