LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ემზადებოდა ჯულია რობერთსი „ოსკარის“ ცერემონიალისთვის (ფოტო)

2246
julia

გუშინდელი „ოსკარის“ დაჯილდოების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მომენტი ჯულია რობერთსის სცენაზე გამოსვლა გახდა. მსახიობი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ აკადემიის სცენაზე პირველად გამოჩნდა. 51 წლის მსახიობი ბრწყინავდა „ელი სააბის“ ვარდისფერ კაბაში და სწორედ მას ერგო პატივი, წლის ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული დაესახელებინა.

უკვე დღეს ინტერნეტში ვრცელდება ფოტოები, როგორ ემზადება „ლამაზმანი“ წლის მთავარი კინომოვლენისთვის. მაკიაჟი მას ჟენევიე ჰერმა გაუეკეთა და მთლიანად „ლანკომის“ პროდუქცია გამოიყენა. ფოტოზე ჩანს, როგორ იკეთებს ჯულია მაკიაჯს და როგრო პოზირებს ფოტოკამერასთან „ოსკარებზე“ გამგზავრების წინ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g