LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ ფიქრობ, ოდესმე დაქორწინდები?“ – უხერხული შეკითხვა და ტიმოთი შალმეს პასუხი

2338
page

ტიმოთი შალამემ პირველად ისაუბრა საჯაროდ კაილი ჯენერთან შესაძლო ქორწინებაზე. 30 წლის მსახიობს ეს კითხვა ლონდონში დაუსვეს, მისი ახალი ფილმის „მარტი დიდებული“ ჩვენების შემდეგ გამართულ საჯარო საუბარში, რომელიც რეჟისორ რიჩარდ კერტისთან ერთად გაიმართა.

საუბრის დასაწყისში კერტისმა ჰკითხა, ჰყავდა თუ არა შალამეს შეყვარებული, რაზეც მსახიობმა მოკლედ უპასუხა: „დიახ“. ამის შემდეგ რეჟისორმა კითხვა პირდაპირ დასვა:
„როგორ ფიქრობ, ოდესმე დაქორწინდები?“

ამ მომენტში შალამე აშკარად დაიბნა და უხერხულად იგრძნო თავი. მცირე პაუზის შემდეგ მან თქვა:

„ვაუ… ეს ძალიან პირადულია. ახლა პრობლემებში მაგდებ, მეგობარო, კი!“.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამედროვე მსახიობი, ტიმოთი შალამე და რეალითი შოუს ვარსკვლავი, კაილი ჯენერი, რომლის ქონება დაახლოებით 650 მილიონ დოლარად ფასდება, უკვე სამი წელია ურთიერთობაში იმყოფებიან.

ტაბლოიდური მედიის ცნობით, შალამესა და ჯენერის ურთიერთობა სწრაფი ტემპით ვითარდება. ისინი უკვე ერთად ცხოვრობენ და მიმდინარე წელს ნიშნობის შესაძლებლობასაც განიხილავენ.

ჯენერი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს რეპერ, ტრევის სკოტთან ურთიერთობიდან, ახლობლების წრეში ტიმოთის უკვე „მეუღლეს“ უწოდებს.

ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი „თითქმის დაქორწინებულები“ არიან – მედიაში უახლესი დეტალები ვრცელდება

„მიყვარხარ, შენს გარეშე ამას ვერ შევძლებდი“ – ტიმოთი შალამეს ჯილდო და პირველი საჯარო აღიარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები