ანჯელინა ჯოლი, ქალიშვილებთან საყიდლებზე სიარულის დროს, ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში. თუმცა, მისი გამოჩენა 14 წლის ვაჟთან, ნოქსთან ერთად დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
რამდენიმე საათის წინ, ჯოლი უმცროს ვაჟთან ერთად ლოს-ანჯელესში გადაიღეს. საახალწლო საყიდლებისთვის ანჯელინას შავი სვიტერი და თავისუფალი სტილის ქვედაბოლო ამშვენებდა, ნოქსს კი მწვანე სპორტული შარვალი და თეთრი მაისური ეცვა.
„როგორ გაიზარდა“, „ბრედს ჰგავს ძალიან“ , – წერენ კომენტარებში.
„სიგამხდრე უკვე სახეზეც ეტყობა“ – 47 წლის ანჯელინა ჯოლი და 17 წლის ზაჰარა პიტი საყიდლებზე გადაიღეს