LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყენება ბედის მატრიცა ფსიქოკონსულტირებაში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

425
თამუნა-წიკლაური

როგორ გამოიყენება ბედის მატრიცა ფსიქოკონსულტირებაში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოკონსულტანტმა, RPT თერაპევტმა, მატრიცის სპეციალისტმა თამარ წიკლაურმა ისაუბრა.

რა არის ბედის მატრიცა? როდის და როგორ შეიქმნა ის?

„მატრიცა“ საკუთარი თვის შეცნობის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია. უძველეს ცოდნაზე დაფუძნებული თანამედროვე მეთოდი,რომელიც შეიქმნა 2006 წელს.

მისი აღმომჩენი და შემქმნელი არის ჩვენი თანამედროვე, უკრაინელი ქალბატონი ნატალია ლადინი, რომელიც მოღვაწეობს ეზოთერულ სფეროში, არის სხვადასხვა ტიპის მედიტაციების და მანტრების ავტორი, ასევე სხვადასხვა განმაკურნებელი პროგრამების ავტორი.

რაზეა დაფუძნებული მატრიცა და როგორ ხდება მისი შედგენა?

მატრიცა დაფუძნებულია 22 ენერგიაზე, მისი შედგენა ხდება დაბადების თარიღის მიხედვით. თითოეული ეს ენერგია კონკრეტული არქეტიპია, რომელიც გვხდება თავის პლიუს და მინუს ნიშნებით.

ერთი და იგივე თარიღით დაბადებულ ადამიანებს ხომ ერთნაირი მატრიცა ექნებათ? ანუ მათი ცხოვრებაც ერთნაირია?

მატრიცა რა თქმა უნდა ერთნაირი იქნება,მაგრამ არა ცხოვრება და ცხოვრებისეული მოვლენები. ჩვენ მატრიცაში ვხედავთ კონკრეტულ ენერგიებს, მაგრამ არ ვიცით თითოეულ ადამიანს კონკრეტული ენერგია პლიუს ნიშნით აქვს გამოვლენილი თუ მინუს ნიშნით. ამას ვადგენთ კონსულტირებისას.შესაბამისად მათი ცხოვრებაც ინდივიდუალურია.

რა სფეროებს მოიცავს მატრიცა? რისი თქმა შეგვიძლია მატრიცით?

მატრიცაში არის სხვადასხვა ზონები: ურთიერთობების, ფინანსების, კარმული გაკვეთილების, ნიჭების და რაც მთავარია ვინ ვართ ჩვენ, როგორ ვავლენთ თავს გარემოში. კარგად ჩანს ჩვენი ხასიათის თვისებები, ძლიერი და სუსტი მხარეები, რა გვიშლის ხელს და გვეხმარება წარმატების მიღწევაში. სწორედ ამ ენერგიების შეცნობა გვეხმარება ავიღოთ ხელში საკუთარი ცხოვრების სადავეები.

რა არის ენერგეტიკული ინტელექტი?

ეს ტერმინი ძალიან მიყვარს და ხშირად ვიყენებ.

უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკული ინტელექტი. ეს არის უნარი გარდაქმნა ენერგია ერთი მდგომარეობიდან მეორეში.

ეს არის ცოდნა მართო საკუთარი რესურსები, დააბალანსო შინაგანი მდგომარეობა, შეინარჩუნო სასიცოცხლო ენერგიის მაღალი დონე, შეიგრძნო შენი დანიშნულება და იმოძრაო მისი რეალიზაციის მიმართულებით.

ენერგეტიკული ინტელექტი მჟღავნდება სიტყვებში, ემოციებში ქცევებში და აყალიბებს ჩვენს ურთიერთობას გარშემომყოფებთან, სამყაროსთან.

ჩვენი ენერგეტიკული სიხშირე იზიდავს სწორედ მისთვის შესაფერის მოვლენებს.

მატრიცის მეშვეობით, თვალნათლივ შეგვიძლია დავინახოთ თუ სად ვართ და პოტენციურად რა შეიძლება ამ მდგომარეობით მოვიზიდოთ, და თუ არ მოგვწონს ის რაც დღეს გვაქვს ავდგეთ და შევცვალოთ. ცვლილებები ხანგრძლივი პროცესია, მოითხოვს დროს და ნებისყოფას, თუმცა შედეგი გასაოცარია.

აქვე გამოვიყენებ ნიკოლას ტესლას სიტყვებს:

„თუ გსურთ იცოდეთ სამყაროს საიდუმლოებები,უნდა იაზროვნოთ სამყაროს სამ კატეგორიაში – ენერგიის , ვიბრაციის და სიხშირის კატეგორიაში.“

„თუ თქვენ ენერგეტიკულად გადახვალთ რეალობის იმ სიხშირეზე,რომელიც გინდათ შექმნათ,მაშინ მიიღებთ ზუსტად იმას, რაზეც მორგებულია თქვენი სიხშირე. ეს არ არის ფილოსოფია, ეს ფიზიკაა“.

როგორ ხდება მისი გამოყენება ფსიქოკონსულტირებაში?

მატრიცის გამოყენება ფსიქოკონსულტირებაში ჩემთვის ძალიან ეფექტურია. ეს არის რუკა რომელიც გიჩვენებს სად რა სამუშაოა ჩასატარებელი და შემდგომ უკვე ამის მიხედვით არჩევ ეფექტურ ტექნიკას.

ეს მეთოდი სამი წლის წინ აღმოვაჩინე , გავიარე უშუალოდ ნატალია ლადინის საავტორო კურსი, და ორი წელია ამ მიმართულებით აქტიურად ვატარებ კონსულტაციებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ და კიდევ მეტს ვსწავლობ საკუთარი გამოცდილებით, ადამიანთა ცხოვრებაზე დაკვირვებით და მიზეზ -შედეგობრივი კავშირების აღმოჩენით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g