LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება კაჭრეთი ხანძრის შემდეგ [ფოტო/ვიდეო]

705
69254001-2100454726925415-7294757590091694080-o

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ცეცხლის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ხანძრის შედეგად 3 ჰექტარი ტყის მასივი და 40 ჰექტარი ხმელი ბალახი დაიწვა.

 

ადგილზე მობილიზებული იყო, კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლის წყაროს და თბილისის სახანძრო სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები. ჯამში 10 მანქანა და 50-მდე მეხანძრე მაშველი.

გურჯაანში, ზემო კაჭრეთში ცეცხლი ეკიდა ტყვის ქვედა საფარს, ნამკალს და საძოვარს. ასევე ეკალბარდს და ბალახს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მუშაობის და ხანძრის ქრობაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დროული ჩართვის შედეგად მოხერხდა ხანძრის მოკლე დროში ლოკალიზება და ტყის მასივის დაცვა.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის ხანძრის ცალკეული კერების ქრობის სამუშაოებს აწარმოებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები