რამდენად მნიშვნელოვანია მოსმენის კულტურა და როგორ გამოვიმუშაოთ ეს უნარი – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა ისაუბრა.
რას ნიშნავს მოსმენის კულტურა?
მოსმენის მიზანი ერთმანეთთან შეკავშირებაა, ის ენერგია რაც ადამიანებს შორის არსებობს, როდესაც გრძნობ რომ გხედავენ, გისმენენ და გაფასებენ, როდესაც იღებ და გასცემ განკითხვის გარეშე, როდესაც ეს ურთიერთობა გავსებს, გაძლიერებს და გაგრძნობინებს რომ შენ მარტო არ ხარ.