LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავაკეთოთ ნამდვილი იმერული ქელეხის აჯიკა – შეფ რაიან გაბელის რეცეპტი

173
შეფ რაიან გაბელი

შეფ რაიან გაბელი სოციალურ ქსელში ბევრისთვის საყვარელი, ნამდვილი იმერული ქელეხის აჯიკის რეცეპტს გვიზიარებს:

„პირველ რიგში დავფქვათ ნიგოზი, მოვათავსოთ კონტეინერში. ნიგოზის შემდეგ ინგრედიენტებიდან ყველაზე მთავარი არის ხახვი, რომელიც 1 პორციაზე დაგვჭირდება ნახევარი კილოგრამი, ასევე 1 მწვანე წიწაკა და 5-6 კბილი ნიორი.

დავჭრათ ხახვი, ნიორი წიწაკა, გავაკეთოთ სუნელების მიქსი: ცოტა ყვითელი ყვავილი, მასზე ორჯერ მეტი უცხო სუნელი და ქინძი.

გამოვიყენოთ მეტი ზეთი, უფრო გემრიელი იქნება, მოვათავსოთ ხახვი ზეთიან ტაფაზე და 20 -30 წუთის მანძილზე სანამ ოქროსფერს არ მიიღებს მოვშუშოთ, პროცესში ვუმატებთ ნიორს და წიწაკას, შემდეგ ვამატებთ 100 გრამ ტომატს, მოგვიანებით კი სუნელების მიქსს და მოვხალოთ 2 წუთის განმავლობაში.

დავამატოთ ძმარი, ეს არის საიდუმლო ინგრედიენტი, დავაბრუნოთ მაღალ ცეცხლზე და კარგად ამოვაშროთ. ბოლოს ამ პორციაზე დაახლოებით 100-150 გრამი ნიგოზი დავამატოთ, კარგად მოვურიოთ და შემდეგ წყლით სასურველ სისქემდე მივიყვანოთ.

იმერული ქელეხის აჯიკა იმდენად გემრიელია, რომ პარადოქსია, მაგრამ ადამიანს ხანდახან შეიძლება გასვენებაში წასვლა ამის გამო მოგინდეს…“ – შეფ რაიან გაბელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები