LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავარკვიოთ ის სამართალდამცავები, რომლებიც პარლამენტს იცავდნენ – ინჯია საყოველთაო ამნისტიის ინიციატივით გამოდის

60
Untitled design (5)

“ახლა, როგორ გავარკვიოთ ჩვენ ის სამართალდამცავები, რომლებიც იცავდნენ პარლამენტის შენობას, სახელმწიფო დაწესებულებას, ასრულებდნენ თავის მოვალეობას და ასევე იყო დესტრუქციული ჯგუფი, რომელიც მართლაც უკანონო ქმედებებს ჩადიოდა”, – ეს კითხვა “ევროპელი სოციალისტების” წევრმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს დასვა.

მისი განცხადებით, პარტიას აქვს იდეა, იმისათვის, რომ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, გამოცხადდეს საყოველთაო ამნისტია:

“ამნისტიასთან მიმართებაში, რაღაც ტრადიცია გახდა საქართველოში, რომ ორი წლის უკან – 2003 წლიდან შეიძლება ეს ერთი ჯაჭვია, 2008 წელი, 2019 წელი – გავრილოვის მოვლენები, მერე პოზნერის მოვლენები, ზეწოლა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, არ გამოვრიცხავ იმას, რომ ხვალ-ზეგ კიდევ იყოს ისეთი მოთხოვნები, რომ აი ეს გასათავისუფლებელია.

ახლა, როგორ გავარკვიოთ ჩვენ ის სამართალდამცავები, რომლებიც იცავდნენ პარლამენტის შენობას, სახელმწიფო დაწესებულებას, ასრულებდნენ თავის მოვალეობას და იყო დესტრუქციული ჯგუფი, რომელიც მართლაც უკანონო ქმედებებს ჩადიოდა. ახლა ერთს მივუდგეთ როგორც გასათავისუფლებელი და იმათ ამნისტია, მეორეს რასაც ისინი აკეთებდნენ მოვალეობიდან გამომდინარე, თავდადებით, იმას ეს არ შეეხოს.

ჩვენ, “ევროპელ სოციალისტებს” გვაქვს იდეა, და სწორი იქნება, იმისათვის, რომ მართლაც სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი, გამოვაცხადოთ საყოველთაო ამნისტია.” – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

შეგახსენებთ, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები პარლამენტში მივიდნენ. ოპოზიცია დღეს პირველად იკავებს საპარლამენტო ტრიბუნებს. დღესვე, პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ინიცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g