LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იხსენებს ზურა ბერიკაშვილს სანდრო ელოშვილი: „ზურიკოს სანახავად საავადმყოფოში მივსულვარ, არც პანაშვიდზე შევედი…“

187
სანდრო ელოშვილი და ზურა ბერიკაშვილი

სანდრო ელოშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ზურა ბერიკაშვილს იხსენებს, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა:

„ერთი რამ სულ მემახსოვრება – რეპეტიციები რომ დავიწყეთ, თავისი „პაჯერო იოთი“ ყოველდღე „ხვდებოდა“ ჩემს სახლთან. მეუბნებოდა, რომ ვითომ შემთხვევით გამოიარა. ერთი თვე რომ გავიდა, ვუთხარი, მატყუებ, ზურიკო, არ შეიძლება ყოველდღე ჩემს სახლთან შემთხვევით ხვდებოდე-მეთქი. მითხრა, რა გინდა, შენ ახალი მოსული ხარ თეატრში, არც ხელფასი გაქვს, არც არაფერი და მე გატარებო, ამ დონის ადამიანი იყო…

დედას გეფიცებით, ასეთი მორიდებული ადამიანი, როგორიც ზურიკო იყო, ცხოვრებაში არ შემხვედრია. ვიცი, ახლა ეს ყველაფერი რომ დაენახა, მაგრამ დაგვცინებდა. იუბილეზე რომ ვთქვით, დღეს ჩვენ მის გამო შევიკრიბეთო, მოკვდებოდა სიცილით… 16 თებერვალს ჩატარდა მისი 56 წლის იუბილე და ეს დიდაქტიკური ტექსტები რომ მოესმინა…

ვფიქრობ, როდესაც კომაში ჩავარდა, ჯობდა, მაშინ მორჩენილიყო ყველაფერი და არ ევაჟკაცა სასწრაფოს ექიმს, რადგან მერე იყო მისი ცხრათვიანი ჯოჯოხეთი. ერთი მხრივ, ისე ნელა წავიდა, რომ ნელ-ნელა გვატკინა თავისი წასვლა და არა ერთბაშად. ნელა გაიპარა ამ სამყაროდან და თან ისე, რომ შეგვაჩვია უმისობას. ახლაც სულ მგონია, რომ აქვეა, გვერდით.

მე არც საავადმყოფოში მივედი მის სანახავად, არც პანაშვიდზე შევედი… მინდოდა, ისეთი დაჩენილიყო ჩემს ხსოვნაში, როგორიც ავად გახდომამდე მახსოვდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g