LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იკვებებოდით ბავშვობაში, თქვენზე მთელი ცხოვრება ახდენს გავლენას – კვლევა

117
healthy-food-home-happy-two-cute-children-eating-fruits-vegetables-bedroom-bed-healthy-food-children-teenagers-169016-4875

ბავშვობისდროინდელი კვების რეჟიმი ადამიანზე  მოზრდილობაშიც ახდენს გავლენას, თუნდაც შემდეგ იგი სწორად იკვებებოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ახალი კვლევა გვაწვდის, რომელიც ჟურნალ “ექსპერიმენტულ ბიოლოგიაში” გამოქვეყნდა. კვლევის  შედეგმა უჩვენა, რომ თუ ადამიანი ბავშვობაში ბევრ ცხიმს და შაქარს იღებს, ეს ხანგრძლივ გავლენას ახდენს მის ნაწლავურ მიკრობიომაზე.

ბრიტანეთში თაგვებზე ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ცხოველებს, რომლებიც ადრეულ ასაკში არაჯანსაღად იკვებებოდნენ, საკმაოდ შეუმცირდათ ნაწლავურ ფლორაში მეგობარი ბაქტერიების რიცხვი.

მკვლევარებმა თაგვები ორ ჯგუფად გაყვეს, რომელთაგანაც ერთი ნაწილი ჯანსაღად იკვებებოდა და წვდომა ჰქონდა ბორბალთან, სარბენად და  სავარჯიშოდ. მეორე ნაწილი იკვებებოდა შედარებით არაჯანსაღი “დასავლური დიეტის” მიხედვით და არ ჰქონდა წვდომა სავარჯიშო მოწყობილობასთან. სამი კვირის შემდეგ თაგვები ჩვეულ კვებაზე გადაიყვანეს, 14 კვირის შემდეგ კი მათი შედეგები შეადარეს. აღმოჩნდა, რომ ჯგუფში, რომელიც “დასავლურ დიეტაზე” იყო, საგრძნობლად იყო შემცირებული ბაქტერია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კარბოჰიდრატების მეტაბოლიზმში.

“ჩვენ თაგვები შევისწავლეთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ პრინციპი ერთია და ეს ყველაფერი ადამიანების შემთხვევაშიც ასეა – ადრეულ ასაკში არასწორი კვება ნაწლავური მიკრობიომის გადაგვარებას იწვევს. იმ ადამიანებზე დაკვირვებამ, რომლებიც ბავშვობაში  ე.წ. “დასავლური დიეტის” მიხედვით იკვებებოდნენ გვიჩვენა, რომ გარდატეხის ასაკიდან ექვსი წლის შემდეგაც მათი ნაწლავური მიკრობიომა მთლად ჯანსაღი არ არის.ეს ყველაფერი იმის ფონზე რომ ბოლო წლები ისინი ჯანსაღად იკვებებოდნენ” – ამბობს უფროსი მკვლევარი, ბრიტანელი ფიზიოლოგი თეოდორ გარლანდი.

მიკრობიომა წარმოადგენს ყველა იმ ბაქტერიის, ვირუსის და მიკროორგანიზმის ერთობლიობას, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ცხოვრობენ და მასთან მშვიდობიანად თანაარსებობენ. ბევრი მათგან შეუცვლელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ჯანსაღ ორგანიზმში ყოველთვის არის სასარგებლო და მავნე მიკროორგანიზმებს შორის ბალანსი, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ადამიანი ავად ხდება.

“შესაბამისად შეგვიძლია ცნობილი ფრაზის პერიფრაზირება: ადამიანი არის არა მხოლოდ ის, რასაც ჭამს, არამედ ისიც, რასაც ბავშვობაში ჭამდა.” – აცხადებს გარლანდი, რომლის აზრითაც ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g