საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს – ფინალური შოუ 13 დეკემბერს, შაბათს, 20:00 საათზე გაიმართება.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს წარმომადგენელი – „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი.
საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენლისთვის ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
12 დეკემბრის ღამის 12 საათიდან ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება jesc.tv-ზე.
საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც კონკურსი ოთხჯერ მოიგო. საქართველო კონკურსს მეორედ მასპინძლობს, ამჯერად, 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ანდრია ფუტკარაძის გამარჯვების შემდეგ.
13 დეკემბერს ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ღონისძიების მასპინძელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
საქართველო საბავშვო ევროვიზია 2025-ის მასპინძლობისთვის ემზადება
