LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივიღოთ იპოთეკური სესხი უძრავი ქონების შესაძენად

1290
ფორტუნა---715X400

ბოლო პერიოდში საბანკო სერვისები უფრო ხელმისაწვდომი გახდა, მათ შორის იპოთეკური სესხის აღება, რომელიც დღესდღეობით, უფრო მარტივი და კომფორტულია. უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge უკვე აძლევს მომხმარებელს საშუალებას, დისტანციურად მოითხოვოს იპოთეკური სესხი პირდაპირ საიტიდან.

არეას სერვისი „იპოთეკური სესხის დისტანციური მოთხოვნა“ იძლევა საშუალებას, ბანკში მიუსვლელად პირდაპირ საიტიდან გააკეთოთ განაცხადი სესხზე, ამისთვის საჭიროა შეარჩიოთ უძრავი ქონებაზე Area.ge -ზე და შეავსოთ სესხის მოთხოვნის აპლიკაცია.

არეაზე წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული გასაყიდი ქონების განცხადებები. ნათლად წარმოჩენილი ფოტომასალა მაძიებელს აძლევს საშუალებას, ონლაინ შეარჩიოს ქონება. პლატფორმაზე ჩაშენებული საძიებო სისტემა, თქვენთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების მონიშვნის შემდეგ გაფილტრავს ინფორმაციას და შემოგთავაზებთ სწორედ იმ განცხადებებს, რაც თქვენს ინტერესებში შედის.

თუ ფინანსები არ გყოფნით სასურველი ქონების შესაძენად, შეგიძლიათ არეადან დისტანციურად მოითხოვოთ იპოთეკური სესხი, წინასწარ გაიგოთ პირობები და ონლაინ შეავსოთ სესხის მოთხოვნის აპლიკაცია. მანამდე კი სესხის კალკულატორის საშუალებით გადათვალოთ რა რაოდენობის თანხა დაგჭირდებათ, როგორი იქნება საპროცენტო განაკვეთი, ყოველთვიურად რამდენის შეტანა მოგიწევთ და რამდენ წელიწადში დაფარავთ სესხს.

დამაკმაყოფილებელი პირობების მიღებისთანავე შეგიძლიათ, შეავსოთ აპლიკაცია, რისთვისაც მხოლოდ პირადი ინფორმაციაა საჭირო – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა. აპლიკაციის გაგზავნიდან სამ სამუშაო დღეში დაგიკავშირდებათ ბანკის წარმომადგენელი და დაასრულებს სესხის აღების პროცესს. იპოთეკური სესხის დისტანციურად მოთხოვნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Area-ს საიტს.

რა ტიპის უძრავ ქონებაზე შეიძლება იპოთეკური სესხის მოთხოვნა?

იპოთეკური სესხის მიზნობრიობას წარმოადგენს უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა ან რემონტი. იპოთეკური სესხის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქონების უზრუნველყოფაა, იპოთეკით შესაძლებელია დაიტვირთოს უკვე მფლობელობაში არსებული ქონება, ან ის, რომლის შესაძენ-ასაშენებლადაც იღებთ სესხს.

არეადან იპოთეკური სესხი შეგიძლიათ მოითხოვოთ არამარტო საცხოვრებელი ქონების შეძენისთვის, არამედ ოფისის, ან მიწის ნაკვეთისთვისაც. არ აქვს მნიშვნელობა ბინას, ან კომერციულ ფართს ახალაშენებულ კორპუსში ყიდულობთ თუ ძველ პროექტებში, იპოთეკური სესხის მოთხოვნას მსგავსი საკითხები ხელს არ უშლის. მეტიც, შეგიძლიათ სესხი აიღოთ მიწის ნაკვეთის შესაძენად, სადაც ააშენებთ და გაარემონტებთ სახლს.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები