LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებს სოციალური მედია მენტალურ ჯანმრთელობაზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

875
ნუცა-საღარაძე

როგორ მოქმედებს სოციალური მედია მენტალურ ჯანმრთელობაზე – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნუცა საღარაძემ ისაუბრა. 

რა გავლენა აქვს სოციალურ მედიას ჩვენზე?

ადამიანები სოციალური არსებები ვართ. ჩვენ გვჭირდება სხვებთან მეგობრობა. კავშირების სიძლიერე დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ბედნიერებაზე. სხვებთან სოციალურ კავშირს შეუძლია შეამსუბუქოს სტრესი, შფოთვა და დეპრესია, დადებითი გავლენა მოახდინოს თვითშეფასებაზე, უზრუნველყოს კომფორტი, თავიდან აგვაცილოს მარტოობა და ა.შ. მეორეს მხრივ, ძლიერი/სანდო სოციალური კავშირების ნაკლებობამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას. 

სოციალური მედიას დიდი გავლენა აქვს ბევრ მომხმარებელზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც უფრო მეტად არის ჩართული ონლაინ კომუნიკაციაში და მუდმივად თვალს ადევნებს ცნობილ ფიგურებს.  სოციალურ მედიაში ,,გავლენიანი“ ფიგურები ხშირად აზიარებენ ინფორმაციას მათი ცხოვრების სტილის,  თუ სხვათა შესახებ. შედეგად, ადამიანებს უჩნდებათ სურვილი მიჰბაძონ ცნობილ ფიგურებს, მუდმივად ვართ ,,ცდუნების“ წინაშე რომ თვალი ადევნო მნიშვნელოვანი სხვების ცხროვრების დეტალებს. სოციალურ მედიაში წარმოდგენილი სტანდარტები ხშირ შემთხვევაში რთულად მისაღწევი და არარეალურია. სოციალური ქსელები კი ერთგვარ პლატფორმას ქმნის, რომელიც გვაძლევს საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალებას, ფოტოების, ცხოვრების სტილის თუ სხვა კონტენტის გაზიარებით. ამით ვიკმაყოფილებთ აღიარების მოთხოვნილებას და ერთგვარად ვადასტურებთ რომ მისაღები, მოსაწონი და ლამაზები ვართ  ვირტუალური სოციუმისთვის.

რას იწვევს სოციალური მედიის გაუაზრებლად მოხმარება?

სოციალური მედიის გაუაზრებლად მოხმარება მენტალური ჯანმრთელობის კუთხით იწვევს პრობლემებს, როგორიცაა ემპათიის დაქვეითება (იმის გამო, რომ სოციალური მედია ხელს უშლის ადამიანებს ერთმანეთთან პირისპირ  იურთიერთონ, შესაძლოა მათ დაკარგონ თანაგანცდის უნარი რეალურ გარემოში, კერძოდ, აღარ შეუძლიათ რეაგირება რეალურ ცხოვრებაში არსებულ საკითხებზე), დეპრესიისკენ მიდრეკილება, გუნება-განწყობაზე გავლენა, სტრესის და შფოთვის მატება, იმპულსის შეკავების გაუარესება, ბულინგი და მრავალი სხვა.

სოციალური მედიას ბუნებრივია აქვს დადებითი მხარეებიც:

უზრუნველყოფს  მიკუთვნებულობის განცდას. აადვილებს მისაბაძი მოდელების (role model) პოვნას: სოციალური მედია ხელს უწყობს ადამიანებთან დაკავშირებას, რომლებიც იზიარებენ  მსგავს ინტერესებს. აძლიერებს ურთიერთობას, ხოლო ამცირებს მარტოობას: ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, როდესაც ადამიანი გაზიარებული კონტენტის სანაცვლოდ ღებულობს მოწონებას, მყისიერ შეტყობინებას ან კომენტარს, ის თავს უფრო მეტად აღიარებულად და გარკვეულ ჯგუფთან მიკუთვნებულად. „ფეისბუქის დეპრესიის“ შესახებ ყველა საუბრის მიუხედავად, სოციალური მედია უკეთესად გვაგრძნობინებს თავს, მაგრამ მხოლოდ აქტიური ჩართულობის დროს. ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ აქტიურად ჩართული ცდის პირები განიცდიდნენ ფიზიოლოგიურ პასუხს, რაც მიუთითებს ბედნიერების ზრდაზე. თუმცა, ეს გაზრდილი ბედნიერება გაქრა მას შემდეგ, რაც სუბიექტები დაუბრუნდნენ პასიურ დათვალიერებას. ასევე შესაძლოა დადებითად მოქმედებდეს ადამიანების  ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, კერძოდ შესაძლოა გაუმჯობესდეს ჯანმრთელი ცხოვრების ჩვევების გამომუშავება, სოციალურ მედიაში წაკითხულის შედეგად და ა.შ.

ნეგატიური გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე:

აძლიერებს არაადეკვატურობის გრძნობას: სოციალური მედიის მომხმარებლები ადარებენ საკუთარ თავს სხვა მომხმარებლებს და გრძნობენ, რომ მათ არ შეუძლიათ შეაფასონ “იდეალური” ცხოვრება, რომელსაც მათი სოციალური კონტაქტები ასახავს. შესაძლოა გამოიწვიოს სოციალური ანჰედონიის ნიშნები: მისურის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთმა საცდელმა სუბიექტმა გამოავლინა  სოციალური ანჰედონიის ნიშნები. ეს მდგომარეობა არის უუნარობა, იგრძნოს თავი ბედნიერად იმ საქმიანობით, რომელიც ჩვეულებრივ სიამოვნებს, მათ შორის სხვებთან ურთიერთობისას. ადამიანებს, რომლებიც განიცდიან ამას, ჰყავთ ნაკლები ფეისბუქის მეგობარი, აზიარებენ ნაკლებ ფოტოს და ნაკლებად ჩართულები არიან სოციალურ აქტივობებში ზრდის დამოკიდებულების შანსებს: მობილური ტელეფონების ან სოციალური მედიის ანგარიშების შემოწმება იწვევს ტვინის დამოკიდებულებას. ნიშნები მოიცავს ემოციურ გამოფიტვას და ფოკუსირების უუნარობას.ართულებს პირისპირ კომუნიკაციას: შეიძლება წარმოიშვას  სოციალური ფობია ნაკლები პირისპირ ურთიერთობის გამო. შფოთვის მატება: სოციალური მედიის მომხმარებლებს შეუძლიათ განიცადონ – „გამოტოვების შიში“. ადამიანებმა შეიძლება ასევე განიცადონ შფოთვა, რადგან ისინი არ გრძნობენ თავს საკმარისად ჭკვიანად, ისე საინტერესოდ ან წარმატებულად, როგორც სხვები.იწვევს დეპრესიას: სოციალური ფსიქოლოგის, მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევის წამყვანი ავტორის აზრით, „ფეისბუქი გარეგნულად უზრუნველყოფს ფასდაუდებელ რესურსს ,სოციალური კავშირის, ადამიანის ძირითადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ კეთილდღეობის გაძლიერების ნაცვლად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ფეისბუქის გამოყენება საპირისპირო შედეგს პროგნოზირებს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებდა ფეისბუქს, მით უფრო ეცემა მათი განწყობა. აშორებს ადამიანებს სხვებისგან: გამოკითხვამ აჩვენა, რომ წყვილების 25% გრძნობს, რომ პარტნიორებს მობილური ტელეფონები აშორებენ. იგივე გამოკითხვამ აჩვენა, რომ წყვილების მხოლოდ 8 პროცენტი კამათობდა იმაზე, თუ რამდენ დროს ატარებდნენ პარტნიორები ინტერნეტში.შეიძლება გახდეს ეჭვიანობას მიზეზი: წყვილები, რომლებიც იყენებენ სოციალურ მედიას, ამჟღავნებენ ეჭვიანობას პარტნიორის კედელზე რაღაც მათთვის მგრძნობიარე  კონტენტის დანახვაზე. წყვილებს სალაპარაკოდ არაფერს აძლევს: თუ პარტნიორები აგზავნიან ტექსტს ან იყენებენ სოციალურ მედიას მთელი დღის განმავლობაში კონტაქტის შესანარჩუნებლად, როდესაც ისინი ერთმანეთთან პირისპირ რეალურ სივრცეში  იქნებიან შეიძლება აღარ ჰქონდეთ  რაიმე ახალი გასაზიარებელი, ამცირებს თანაგრძნობას: ნაჩვენებია, რომ ადამიანები კარგავენ/უქვეითდებათ თანაგრძნობას. ადამიანებს აღარ შეუძლიათ ჭეშმარიტი რეაგირება რეალურ ცხოვრებაში არსებულ მგრძნობიარე საკითხებზე. ამძაფრებს ურთიერთობის პირობით თვითშეფასებას: ამ მდგომარეობის მქონე ადამიანების თვითშეფასება დამოკიდებულია მათ ურთიერთობის სტატუსზე. შედეგად, მათ სურთ აჩვენონ ფეისბუქის მეგობრებს, რომ კარგ ურთიერთობაში არიან პარტნიორთან. მათ ასევე შეუძლიათ საჯაროდ გამოაქვეყნონ  პარტნიორების კედლებზე სხვადასხვა კონტენტი, რომლებიც შეიძლება   აღქმული იყოს, როგორც პირადი/ინტიმური  ურთიერთობის მაჩვენებელი.

7 რჩევა:

1. მოვაწყოთ დეტოქსი სოციალური ქსელებისგან – გარკვეული დრო დავაწესოთ და ამ დროის განმავლობაში არ ვისარგებლოთ სოციალური მედიით. ციფრული დეტოქსიკაცია გულისხმობს დროის პერიოდს, როდესაც ადამიანი თავს იკავებს ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისგან, როგორიცაა სმარტფონები, ტელევიზორები, კომპიუტერები, ტაბლეტები და სოციალური მედიის საიტები. ციფრული მოწყობილობებიდან „დეტოქსიკაცია“ ხშირად განიხილება, როგორც რეალურ ცხოვრებაში სოციალურ ურთიერთობებზე ყურადღების გაფანტვის გარეშე ფოკუსირების საშუალება. ციფრული მოწყობილობების მიტოვებით, დროებით მაინც, ადამიანებს შეუძლიათ განთავისუფლდნენ სტრესისგან.

2. გაცნობიერებულად გამოყენება – გამოვიყენო სოციალური მედია კონკრეტული ჩემი მიზნებიდან გამომდინარე, ჩემს სასარგებლოდ. გავაცნობიეროთ და საკუთარ თავს დავუსვათ კითხვები რატომ მჭირდება აქ და ამჟამად ვიყენებდე სოციალურ მედიას? რას მთავაზობს მნიშვნელოვანს და ჩემთვის სასარგებლოს? თუ ამ კითხვებს ვუპასუხებთ შესაძლოა ადვილად გადავაფასოთ სოციალური მედიის მნიშვნელოვნება.

3. დროის ლიმიტის დაწესება – ყოველდღიურად გამოვიმუშაოთ ჩვევა, რომ სოციალურ მედიას პირობითად არ დავუთმოთ ჯამურად დღეში 1-2 საათზე მეტი. გამოვიყენოთ მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.

4. ,,სქროლვის“ და გვერდების თვალიერების ნაცვლად რეალურად დავისვენოთ – დღევანდელ რეალობაში ჩვენი დასვენება, მეგობრებთან შეხვედრა თუ გასეირნება წარმოუდგენელია სოციალური მედიის გარეშე. ამიტომ როდესაც  ვისვენებთ ვეცადოთ მივიღოთ სასიამოვნო ემოციები, ვისიამოვნოთ მომენტით და მინიმუმამდე შევამციროთ სოციალური ქსელების შემოწმება თუ თვალიერება. რაც რეალურად განტვირთვაში და დასვენებაში გვიშლის ხელს.

5. საზღვრების დაწესება სოციალურ მედიაში – დავაწესოთ საზღვრები და ვიურთიერთოთ მხოლოდ იმ ადამიანებთან, გამოვიწეროთ /მეგობრებში დავიმატოთ , ვისაც რეალურ ცხოვრებაშიც ვიცნობთ და ვინც პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენზე. შეგვიძლია შერჩევითად და გაცნობიერებულად ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე გამოვიწეროთ კონკრეტული გვერდები, თუ სხვა. უცხო ადამიანებს არ მივცეთ კომენტარის დატოვების თუ სხვა აქტივობის განხორციელების საშუალება ჩვენს გვერდზე, ამით თავიდან ავირიდებთ ბულინგს და ა.შ

6. სოციალური ქსელით სარგებლობის ნაცვლად აღმოვაჩინოთ რაიმე საინტერესო საქმე, ჰობი – დრო დავუთმოთ პიროვნულ ზრდა-განვითარებას. საინტერესო შინაარსის მასალების თუ აქტივობების მოძიებას.

7. პირისპირ ურთიერთობებს, დადებითი ემოციების მიღებას დაუთმეთ მეტი დრო-ყოველთვის ეცადეთ მეგობარი, კოლეგა თუ სხვა პირისპირ რეალურ სივრცეში მოინახულოთ და გქონდეთ ცოცხალი კომუნიკაციას, რაც საშუალებას მოგცემთ გამოხატოთ გრძნობები ემოციები და თქვენი საჭიროებები. მაგალითად, მარტივ ფრაზას „ვიცი რა ძნელია შენს გრძნობებზე ლაპარაკი“ გრძნობების თემა შემოაქვს და მეორე ადამიანს ნებას რთავს ჩაერთოს საუბარში. პირისპირი კომუნიკაცია საშუალებას გაძლევთ თქვენი შეტყობინება მეორე ადამიანზე მიმართოთ. დასვათ ღიად კითხვები და მეორე  ადამიანი  ჩართოთ ურთიერთობაში.  გამოიყენოთ  თვალით კონტაქტი, სახის  გამომეტყველება; ღიმილი და ა.შ.