LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეიძლება მოიმოქმედოს მშობელმა, იმისთვის რომ თავი დაიცვას გარშემომყოფების შეფასებისგან – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

656
თეო-გუბიანური

რა შეიძლება მოიმოქმედოს მშობელმა, იმისთვის რომ თავი დაიცვას გარშემომყოფების შეფასებისგან – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა თეო გუბიანურმა ისაუბრა. 

რამდენად განიცდიან თანამედროვე მშობლები სტრესს გარშემომყოფებისგან?

ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით მშობლები გამუდმებით იღებენ ინფორმაციას. მოძიებული რესურსები, კომპეტენტური და კვალიფიციური პირების მიერ გაცემული რეკომენდაციები, სხვისი მაგალითები, მოსმენილი, გაზიარებული, ან თავსმოხვეული ცნობები და დარიგებები. მარტივია მშობლებს დამრიგებლური ტონით მივაწოდოთ რჩევები და რეკომენდაციები, თუმცა ეს საკმაოდ საფრთხილო საქმეა. დღეს ბევრია ისეთი დედები და მამები, რომლებიც განიცდიან ძლიერ დისტრესს, შფოთვას, დანაშაულს და ეს ყოველივე ცუდად აისახება პირველ რიგში მათ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და აქედან გამომდინარე ბავშვის კეთილდღეობაზე.  

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ერთი რამ: მშობელმა, და განსაკუთრებით დედამ საუკეთესოდ იცის შვილის საჭიროებები, ეს იცის ინტუიციურად და არა დასწავლის შედეგად, ამიტომ ყოველ ჯერზე როდესაც მშობლებს რჩევას ან გამოცდილებას გავუზიარებთ, დავფიქრდეთ, ამას იმიტომ ხომ არ ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გინდა? ამით მშობელს ხომ არ ვაზიანებ? იქნებ დანაშაულის განცდას ვუჩენ? და როგორ განვითარდება პროცესი მაშინ, თუკი დედას ასეთ არაკომფორტულ სიტუაციაში ჩავაგდებთ? მშობელი ზიანდება, და ეს დაზიანება პირველ რიგში აღიბეჭდება ბავშვზე. ანუ, მშობელი დისტრესშია, ბავშვი ზიანდება. აქ საუბარია მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში სხვების ჩარევაზე, რა თქმა უნდა აღსანიშნავია.

სხვა ადამიანების დიდი როლი და მნიშვნელობა ამ პროცესში, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური საზღვრები,  რომლის დარღვევის შემთხვევაში ზიანდება მშობლისა და შვილს შორის არსებული მნიშვნელოვანი გამოცდილება.

რა შეიძლება მოიმოქმედოს მშობელმა, იმისთვის რომ თავი დაიცვას გარშემომყოფების შეფასებისგან?

სხვა ადამიანების დიდი როლი და მნიშვნელობა ამ პროცესში, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური საზღვრები,  რომლის დარღვევის შემთხვევაში ზიანდება მშობლისა და შვილს შორის არსებული მნიშვნელოვანი გამოცდილება. საუკეთესო გამოსავალი ფსიქოგანათლებაა. 

თუ მშობელს აქვს განსაზღვრული აღზრდის სტილი, იცის რომ სწორედ მიყვება ამ საქმიანობას, ინფორმაცია მოძიებული აქვს სანდო წყაროებიდან; თუმცა სასურველ შედეგს მაინც ვერ აღწევს:  ის რომ თუნდაც ფსიქოლოგების მიერ რეკომენდებული აღზრდის სტილი არ მუშაობს, ეს ნორმალურია, რადგან ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია – სხვა მშობელი, სხვა ბავშვი, ყველანი განსაკუთრებული პიროვნული თავისებურებებით. გავჩერდეთ და ხელახლა შევაფასოთ რასაც ვაკეთებთ, შესაძლოა აღზრდის სტილი რასაც მიჰყვებით თავისთავად კარგად მუშაობს, თუმცა კონკრეტულ საკითხებში არ არის ქმედითი, ამდენად, გეგმის გადაფასება და შეცვლა ყოველთვის შესაძლებელია.   

ის, რისი თქმაც დღეს მინდა, არის რომ – მშობლებმა ყველაზე კარგად იციან თავიანთი შვილი, თავისი მოთხოვნილებებითა და საჭიროებებით და ეს ინტუიციურ დონეზე ხდება. მშობელს სჭირდება რჩევა, რეკომენდაცია კომპეტენტური და კვალიფიციური პირებისგან! მშობელი უნდა იყოს დარწმუნებული საკუთარ თავში იმდენად, რომ შეეძლოს რეფლექცია და თავის დაცვა არასაჭირო, დამაზიანებელი ინფორმაციისგან, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის აღზრდაზე.

მშობელი, რომელიც ინფორმირებულია ბავშვის ფიზიკური და მენტალური განვითარების თავისებურებების შესახებ, მეტად თავდაჯერებულია. ანუ მშობელს უნდა მიეწოდოს მხოლოდ სანდო, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეცნიერული ინფორმაცია!

მშობელი რომელიც ზრუნავს საკუთარ კეთილდღეობაზე, ფიზიკურზე და მენტალურზე, ბევრად პროდუქტიულია. ამიტომ, მშობელი თუ დროს უთმობს საკუთარ თავს, ამის გამო დანაშაულის განცდას ნუ გავუჩენთ, პირიქით. 

არ არსებობს უნივერსალური მიდგომა, რომელიც ყველა შემთხვევაზე ამართლებს. ყოველი შემთხვევა არის უნიკალური ბავშვისა და მშობლების პიროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე, ასევე გენეტიკა და სოციალური გარემო, ყოველ ჯერზე განსხვავებულია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები