LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეპარაცია – თინეიჯერობიდან ზრდასრულობამდე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

112
ნინო-ეფხოშვილი

სეპარაცია – თინეიჯერობიდან ზრდასრულობამდე – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოკონსულტანტმა ნინო ეფხოშვილმა ისაუბრა.

რას ნიშნავს სეპარაცია?

სეპარაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი ნელ-ნელა ემოციურად, ფსიქოლოგიურად და ზოგჯერ ფიზიკურადაც დამოუკიდებელი ხდება თავისი მშობლებისგან. ეს არ ნიშნავს კავშირის გაწყვეტას. პირიქით, ეს ნიშნავს ჯანსაღი დისტანციის შექმნას, სადაც ურთიერთობა რჩება, მაგრამ დამოკიდებულება მცირდება.

თინეიჯერობა სწორედ ის პერიოდია, როცა ეს პროცესი იწყება. მოზარდი იწყებს საკუთარი აზრების, ღირებულებების და იდენტობის ფორმირებას. ხშირად ეს გამოიხატება წინააღმდეგობით, კამათით, ან სურვილით, რომ ,,მე თვითონ გადავწყვეტ”. ეს სრულიად ნორმალურია.

რატომ არის სეპარაცია მნიშვნელოვანი?

პირველი – იდენტობის ჩამოყალიბება.

თუ ადამიანი ვერ ახერხებს განცალკევებას, მას უჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე: „ვინ ვარ მე?“ ასეთ შემთხვევაში ხშირად ვიღებთ ზრდასრულებს, რომლებიც ცხოვრობენ მშობლების მოლოდინებით, არჩევენ პროფესიას, პარტნიორს ან ცხოვრების წესს არა საკუთარი სურვილებით, არამედ გარედან დაკისრებული სტანდარტებით.

მეორე – ემოციური დამოუკიდებლობა.

სეპარაცია გვასწავლის, რომ ჩვენი ემოციები ჩვენი პასუხისმგებლობაა. თუ მოზარდი არ გადის ამ პროცესს, ზრდასრულობაში შეიძლება მუდმივად ეძებდეს გარედან დამტკიცებას, მხარდაჭერას ან დამშვიდებას.

მესამე – ჯანსაღი ურთიერთობები.

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ სწორედ სეპარაცია გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ უფრო ახლო და ჯანსაღი კავშირები. როცა ადამიანი დამოუკიდებელია, მას შეუძლია ურთიერთობაში შევიდეს არა საჭიროების, არამედ არჩევანის საფუძველზე.

ახლა მოდით, ვისაუბროთ იმაზე, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი რეალურ ცხოვრებაში.

ხშირად სეპარაცია არ არის მარტივი.

მოზარდი შეიძლება გრძნობდეს დანაშაულის გრძნობას – თითქოს მშობლებს „ტოვებს“. მშობლებს კი შეიძლება გაუჩნდეთ შიში – „ჩემი შვილი მშორდება“. ეს ბუნებრივი დინამიკაა, მაგრამ თუ ეს შიში ძალიან ძლიერია, შეიძლება შეიქმნას ე.წ. ემოციური დამოკიდებულება.

მაგალითად, როცა მშობელი ამბობს: „ჩემს გარეშე ვერ გაძლებ“, ან „თუ ასე მოიქცევი, გულს მატკენ“ – ეს გზავნილები ართულებს სეპარაციას და აჩენს შიდა კონფლიქტს მოზარდში.

მეორეს მხრივ, ზოგჯერ თავად მოზარდიც ერიდება დამოუკიდებლობას, რადგან დამოუკიდებლობა ნიშნავს პასუხისმგებლობას და პასუხისმგებლობა – გაურკვევლობას, შეცდომებს, რისკს.

ამიტომ მნიშვნელოვანია გავიგოთ: სეპარაცია არ არის ერთჯერადი მოვლენა – ეს არის პროცესი.

როგორ შეიძლება ამ პროცესის მხარდაჭერა?

თუ მშობელი ხართ: მნიშვნელოვანია, მისცეთ თქვენს შვილს სივრცე. მოუსმინოთ მის აზრებს, თუნდაც არ ეთანხმებოდეთ. და რაც მთავარია, მისცეთ შეცდომის უფლება. შეცდომა განვითარების ნაწილია.

თუ თინეიჯერი ან ახალგაზრდა ხართ: დაუსვით საკუთარ თავს კითხვები:

  • რა მინდა მე?
  • რას ვგრძნობ მე?
  • რა არის ჩემი არჩევანი  და რა არის სხვების მოლოდინი?

და ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ დამოუკიდებლობა არ ნიშნავს მარტოობას. თქვენ შეგიძლიათ იყოთ დამოუკიდებელი და მაინც გქონდეთ მხარდაჭერა.

სეპარაციის პროცესში ხშირად გვხვდება შფოთვა, გაურკვევლობა, ზოგჯერ სევდაც კი. ეს ნორმალურია. თქვენ ტოვებთ ძველ როლს და შედიხართ ახალში.

და ბოლოს, ჯანსაღი სეპარაცია არ ანგრევს ოჯახს, ის აძლიერებს მას.

როცა მშობელი და შვილი ერთმანეთს დამოუკიდებელ პიროვნებებად ხედავენ, ურთიერთობა უფრო თავისუფალი, პატივისცემაზე დაფუძნებული და ნამდვილი ხდება.

თუ ამ პროცესში სირთულეებს აწყდებით – ესეც ნორმალურია. ზოგჯერ საჭიროა გვერდით 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g