LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებს აუტისტური სპექტრის აშლილობაზე მუსიკათერაპია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

601
მარინა-ალთუნაშვილი

როგორ მოქმედებს აუტისტური სპექტრის აშლილობაზე ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპია – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ მუსიკათერაპევტმა, ფსიქოთერაპევტმა და ონკოფსიქოლოგმა მარინა ალთუნაშვილმა ისაუბრა.

როგორ მოქმედებს აუტისტური სპექტრის აშლილობაზე?

მუსიკათერაპიის ფუძემდებლები, პოლ ნორდოფი და კლაივ რობინსი მიიჩნევდნენ, რომ  ბავშვებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ იურთიერთონ იმ სამყაროსთან, რომელშიც ჩვენ ადეკვატურად, მჭიდროდ და გააზრებულად ვცხოვრობთ. მუსიკა გვევლინება გამოცდილებისა და ქმედებების სხვა სამყაროდ. სამყაროდ, რომელიც სავსეა ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელი სპეციფიურობით.

ნორდოფ – რობინსის მუსიკათერაპია პრაქტიკაზე დაფუძნებული აპრობირებული მეთოდია, სადაც ხდება მუსიკალური ინტერაქცია თერაპევტსა და თერაპიის მიმღებს შორის. პაციენტს/თერაპიის მიმღებს ეძლევა საშუალება გამოხატოს საკუთარი ემოცია, ინიციატივა, აქვს არჩევანის თავისუფლება – დაუკრას მისთვის სასურველი ნაწარმოები, გამოიყენოს მისთვის სასურველი ინსტრუმენტი; ამდენად, მათთვის თერაპიის პროცესი ნაყოფიერი და სასიამოვნოა როგორც წესი აუტისტური სპექტრის დარღვევის, ან მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პირების მშობლებს და ოჯახებს მათთან მომუშავე სპეციალისტები ურჩევენ, რომ მათ შვილებს ესაუბრონ, მიმართონ, ეკონტაქტონ მელოდიურად და წამღერებით, ან ხშირ შემთხვევაში მშობლები და ოჯახის წევრები თავადაც აღმოაჩენენ ხოლმე ამას.

როდის აღმოაჩინეს, რომ ეს მეთოდი ეხმარება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს?

მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, ლონდონის ერთ-ერთ სკოლა-ინტერნატში სწორედ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირებთან მუშაობისას აღმოაჩინეს ნორდოფ-რობინსის პიონერებმა, რომ სპეციალური ტექნიკებით მიზანმიმართულად გამოყენებულ მუსიკას შეუძლია იქცეს საუკეთესო საშუალებად მათთან კომუნიკაციის დამყარების, მათი თვითგამოხატვის, გაზიარების, გაგების, მიღების, გაცნობისა და განვითარებისთვის.

იქიდან მოყოლებული, ათწლეულების მანძილზე უამრავი კვლევა აღწერს და ადასტურებს აუტისტური სპექტრის აშლილობის და აუტისტური სპექტრის ცალკეული ნიშნების მქონე პირებთან მუსიკალური თერაპიით მიღწეულ სარგებელს მაღალი ეფექტურობა აღწერილია თითქმის ყველა სფეროზე:

1. სოციალური და კომუნიკაციური სფერო

2. თამაში

3. ენა და მეტყველება (განსაკუთრებით მეტყველების კომუნიკაციის მიზნით გამოყენება და დიალოგური მეტყველება)

4. დადებითი ეფექტი სენსორულ სფეროზე

5. ემოციის და ქცევის რეგულაციაზე მშობლები აღნიშნავენ გაუმჯობესებას სხვადასხვა კლინიკური ნიშნებისა, რაც მნიშვნელოვნად აისახება თავად ასა-ს მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების ყოველდღიურობაზე, აწმყოზე და მომავალზე.

როგორც კვლევები მიუთითებენ მუსიკათერაპიული ინტერვენცია აუტისტური სპექტრის დარღვევის დროს, განსაკუთრებით ეფექტურია ადრეულ ასაკში მუსიკათერაპიის ცენტრი ბეკარი გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ თერაპიებს. თერაპიის ტიპი განისაზღვრება ინდივიდუალური რესურსის და საჭიროების მიხედვით.