ზაფხულის ბოლო დღეები ზუსტად ის დროა, როცა ზამთრისთვის იწყება მზადება. მიუხედავად იმისა, რომ ცივი და სუსხიანი საღამოები უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გველის, საჭიროა, დროულად გადავწყვიტოთ და ავირჩიოთ გამათბობელი, რომელიც ჩვენს ბინას ყველაზე მეტად ერგება.
როგორც წესი, კონსულტანტები, პირველ რიგში, გვეკითხებიან, თუ რამხელა ბინის გათბობას ვაპირებთ, რამდენი ხანია რეალურად ჩვენი სახლში ყოფნის დრო, საიდან და რამდენი ხნით ანათებს მზე პირდაპირ ჩვენი სახლის ფანჯრებს, რამდენად კარგადაა დაგმანული კარ-ფანჯარა და, საერთო ჯამში, რამდენად ენერგოეფექტურია ბინა, რომლის გათბობასაც ვაპირებთ.
გარდა ამისა, გათბობის დამონტაჟების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ არც მეტისმეტი სიცხე ვარგა: სახლში, ოთახის ტემპერატურა 28 გრადუსს არ უნდა ცდებოდეს. ამ ტემპერატურაზე კანზე ცვლილებები ჩნდება, ირღვევა ძილი, სიცხე აშრობს ჰაერსაც – ეს ყველაფერი კი ჩვენს ორგანიზმზე აისახება.
რა ტიპის გამათბობლები არსებობს?
დღესდღეობით ტექნიკის მაღაზიები უამრავ გამათბობელს გვთავაზობენ. არსებობს როგორც დენის, ასევე – ბუნებრივ გაზზე მომუშავე გათბობის სისტემები, თუმცა, მომხმარებელთა უმეტესობა უკვე ცენტრალური გათბობის ქვაბებს ამჯობინებს და ამას თავისი მიზეზი აქვს: ცენტრალური გათბობის სისტემები უსაფრთხოა და აქედან გაზით მოწამვლის შანსი 0-ს უტოლდება და გრძელვადიან პერსპექტივაში, მიუხედავად იმისა, რომ სხვა გამათბობლებთან შედარებით ძვირი ღირს, კომუნალური გადასახადები გაცილებით ნაკლები მოდის. რაც იმას ნიშნავს, რომ გამათბობელი არამხოლოდ ეკონომიური, არამედ – ეკოლოგიურიცაა და ზოგავს ბუნებრივ რესურსებს.
„გრანდ ელექტრონიქსის“ ექსპერტ-კონსულტანტების მთავარი რჩევაა, რომ გაზის გამათბობლის შერჩევის დროს უპირატესობა უსაფრთხოებას მივანიჭოთ.
გათბობის ქვაბებს რამდენიმე კრიტერიუმით არჩევენ და თითოეულ მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ესენია:
-
სიმძლავრე
-
კონტურების რაოდენობა
-
წვის პროდუქტების გამოყოფის სახეები (ღია და დახურული წვის კამერა)
-
ბუნებრივი და იძულებითი ცირკულაცია
-
ანთების ტიპი
-
განთავსების ტიპი
სიმძლავრე შეირჩევა კონსულტანტთან ერთად, მას მერე, რაც დადგინდება გასათბობი ფართობის სიდიდე და სახლის სპეციფიკაციები (ენერგოეფექტური მასალები, ფანჯრები და ა.შ.)
რაც შეეხება კონტურებს, არსებობს ერთ და ორკონტურიანი ქვაბები. როგორც წესი, ცენტრალური გათბობის დამონტაჟების დროს ორკონტურიან ქვაბებს ირჩევენ, რათა ერთი დანადგარიდან გათბეს წყალიც და რადიატორებიც.
ცირკულაციის ტიპები
რაც შეეხება ცირკულაციას, არსებობს იძულებითი და ბუნებრივი ცირკულაციის ტიპები. იძულებითი ცირკულირების ტიპს ირჩევენ მაშინ, როცა საჭიროა თითოეულ ოთახში განსხვავებული ტემპერატურის დაყენება და როდესაც ელექტროენერგია მუდმივად მიეწოდება სისტემას.
ბუნებრივი ცირკულაციის ტიპს ირჩევენ იმ შემთხვევაში, თუკი შენობა, რომელიც უნდა გაათბოს სისტემამ, მუდმივად თბება მზით; თუ ხშირად და დიდი ხნის განმავლობაში ითიშება ელექტროენერგია. მისი მთავარი ნაკლი ისაა, რომ უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.
ღია და დახურული წვის კამერები
ღია წვის კამერიანი ქვაბი იყენებს შენობაში არსებული ჰაერის ნაკადს. ამ დროს გაწოვის პროცესი ელექტროენერგიაზე არაა დამოკიდებული. თუკი ასეთ ქვაბს ირჩევთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ვენტილაციას. რაც შეეხება დახურული წვის კამერიან ქვაბს, იგი მოწყობილია ისე, რომ წვისთვის საჭირო ჰაერი სპეციალური ვენტილატორის მეშვეობით მოძრაობს. ასეთი წვის ტიპიანი ქვაბის დამონტაჟება გარეთაც შესაძლებელია.
კედლის და დასადგამი ქვაბები
თუკი ცენტრალურ გათბობას ქალაქში, კორპუსის ბინაში ამონტაჟებთ, მაშინ რეკომენდებულია კედლის ქვაბი. იგი კომპაქტურობითა და მცირე მასით გამოირჩევა. დასადგამ ქვაბს კი უფრო დიდ საცხოვრებელ ფართში დგამენ – კოტეჯებში, საოფისე და სამრეწველო დანიშნულების შენობებში. ასეთი ქვაბებისთვის საჭიროა, წინასწარ იყოს დაპროექტებული საკვამური მილი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ექსპერტ-კონსულტანტები კვალიფიციურ რჩევებს მოგცემენ გამათბობლის დაყენებასთან დაკავშირებით როგორც ონლაინ, ასევე – ადგილზე. ფილიალებში დაგხვდებათ საერთაშორისო ისეთი წამყვანი ბრენდების ცენტრალური გათბობის ქვაბები, როგორიცაა: Warmhaus, Beretta, Ariston და ა.შ.