LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეცვალა კორონავირუსმა ახალი წელი – მსოფლიო 2021-ს განსხვავებულად ხვდება

273
ჰპპ

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ემზადება, რომ ახალ წელს შეხვდეს. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი სიკვდილს ებრძვის. პანდემიამ მსოფლიოში ბევრი რამ, მათ შორის ახალი წელიც შეცვალა.

უდიდესი ქალაქების უმეტესობა ახალი 2021 წლის დახვედრას განსხვავებულად გეგმავს.

გაუქმდა გერმანიის უდიდესი საახალწლო წვეულება ბრანდებურგის კარიბჭესთან. აქ კონცერტი აუდიტორიის გარეშე გაიმართება. ტრადიციულად ბრანდებურგის კარიბჭესთან ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი აცილებდა ხოლმე ძველ წელს.

განსხვავებულად ხვდებიან ახალ წელს ლონდონელებიც. წელს ვერ ვიხილავთ ტემზის გასწვრივ ულამაზეს
ფოიერვეკს.

ქალაქის მცხოვრებლები ახალ წელს გარეთ ვერ შეხვდებიან, ვინაიდან ინგლისში მკაცრი „ლოქდაუნი“ მოქმედებს, რომლის მოქმედების არეალი დღეიდან კიდევ უფრო იზრდება. აღნიშნული წესების ფარგლებში მოქალაქეებს საკუთარი სახლების დატოვება მხოლოდ კონკრეტული მიზნისთვის შეუძლიათ, როგორიცაა მაგალითად სავარჯიშოდ ან სასურსათო მაღაზიაში საყიდლებზე წასვლა.

ერთადერთი რაც ლონდონელებს ახალი წლის განწყობას შეუქმნის,  ბიგ-ბენია, რომელსაც სარემონტო სამუშაოები ახლახან ჩაუტარდა. საათი ღამის 12:00 საათზე აჟღერდება. ბიგ ბენი 2017 წლიდან „დადუმდა“.

სიყვარულის ქალაქ პარიზში კომენდანტის საათია, რომელიც საღამოს რვა საათიდან დილის 6 საათამდე გრძელდება.

დაგეგმილია ჟან-მიშელ ჟარის კონცერტი, რომლის ნახვა ინტერნეტში შესაძლებელია ნოტრდამის ტაძრის ვირტუარულ ფონზე. ახალი წელი პარიზში ყოველთვის განსხვავებული იყო ხოლმე. ბევრის ოცნება იყო, სწორედ აქ შეხვედრობა მომდევნო წელს.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ულამაზესი ფოიერეკი ცას გაანათებს,
თუმცა რესტორნები,ბარები და დისკოტეკები დაკეტილია.

უჩვეულო ახალი წლის ღამე ექნება ნიუ-იორკს, ათწლეულების განმავლობაში პირველად, ტაიმზ-სკვერი საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის დაიხურება. მხოლოდ წინასწარ შერჩეულ რამდენიმე ათეულ ჯანდაცვის მუშაკსა და მათი ოჯახის წევრებს მიეცემათ საშუალება ახალ წელს ტაიმზ-სკვერზე იმ სცენასთან ახლოს შეხვდნენ, სადაც რამდენიმე შემსრულებელი სიმღერით წარდგება, მათ შორის იქნება გლორია გეინორი, რომელიც შეასრულებს სიმღერას: „მე გადავრჩები“.

„კომენდანტის საათის“ პირობებში ხვდება ახალ წელს მადრიდიც. ქალაქის მოსახლეობას 23:00-დან 06:00 საათამდე სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ სამსახურში, აფთიაქში წასვლის ან მოხუცებისა და ბავშვების მოვლასთან დაკავშირებული მიზეზით აქვთ.

შეზღუდვები გამკაცრდა სიდნეიშიც, რის გამოც მოქალაქეებს ტრადიციული 7-წუთიანი ფოიერვერკისთვის თვალის დევნება მხოლოდ საკუთარი სახლებიდან, ტელევიზორის საშუალებით ექნებათ.

საახალწლო ფოიერვერკის გარეშე შეხვდება 2021 წელს ჰონგ-კონგი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქში თებერვალში, ჩინური ახალი წლის ტრადიციული აღლუმიც არ გაიმართება. ჰონკ-კონგის ულამაზეს ფოიერვერკს მილიონობით ადამიანი ადევნებდა ხოლმე თვალს.

უჩვეულო ახალი წლის ღამე ექნება შოტლანდიის დედაქალაქის მოსახლეობასაც. ედინბურგის ტრადიციული, ახალი წლის ღამის დღესასწაული, რომელიც როგორც წესი, მსვლელობებით, ფოიერვერკებითა და ქუჩებში სიმღერით აღინიშნება, წელს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

რიო-დე-ჟანეიროში, სადაც ტრადიციულად თეთრ ტანსაცმელში საზეიმოდ გამოწყობილი მოქალაქეები ახალი წლის ღამით სანაპიროებზე გადიან, თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით ხელისუფლება სანაპიროებზე შესასვლელებს ჩაკეტავს.

უჩვეულო ახალი წლის ღამე ექნება თბილისსაც. ტრადიციული კონცერტები და ხალხმრავლობა რუსთაველზე არ იქნება. კომენდანტის საათი მთავრობამ ერთი დღით გააუქმა, მაგრამ მაინც ყველა მოგვიწოდებს, რომ ახალ წელს მოკრძალებულად შევხვდეთ.

საახალწლო კონცერტი მაყურებლის გარეშე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g