მომღერალი ოთო ბაზერაშვილი ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი გადმოვიდა თბილისში საცხოვრებლად და როგორ შეეგუა ახალ გარემოს.
– როგორ მოერგე თბილისში ცხოვრებას?
– ძალიან კარგად. როცა ჩამოვედი, მეგობრები არ მყავდა. „რანინადან” ბევრი მეგობარი შევიძინე. შემდეგ “შავნაბადაში” შევედი და კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავუმეგობრდი. კონკურსის პერიოდში, თითქმის ყოველდღე კახეთიდან დავდიოდით და ხანდახან მეგობრებთან ვრჩებოდით. შემდეგ, როცა უკვე გადაწყდა, რომ “ევროვიზიაზე” უნდა წავსულიყავით, ჩემმა გულშემატკივარმა – თენგიზ ბაზერაშვილმა 1 წელი საკუთარ სახლში გვაცხოვრა. თენგო პაპას და ია ბებოს მხარში დგომისთვის დიდ მადლობას ვუხდი… ივნისის დასაწყისში, დიღომში ბინა ვიქირავეთ, რადგან სკოლასთან ახლოსაა და ახლა აქ ვცხოვრობთ.
– შენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?
– რა თქმა უნდა, ბებო და პაპა. სოფლიდან სულ მგულშემატკივრობენ. აქაც ჩამოდიან ხოლმე. მათ გარეშე აქ არ ვიქნებოდი. ასევე, მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომლებიც სულ მხარში მიდგანან. ჩემი დაც ჩემი დიდი გულშემატკივარია – დიდ მოტივაციას მაძლევს, გვერდით მიდგას. როცა დედა ვერ ახერხებს, კონცერტებზე სულ მაცაცოს დავყავარ. ჩემს ჩაცმულობაზეც ის ზრუნავს. ჩემი გული და ჩემი ცხოვრების პროდიუსერია (იღიმის). 19 წლის გახლავთ. იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია.