LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მივიღოთ მაწონი სწორად – არუნ ხათრის სასარგებლო რჩევა

372
2026-03-02_22-24-47_398337

არუნ ხათრი სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც მაწონის სწორად მიღებას ეხება.

„მაწონი არის საუკეთესო რძის პროდუქტი.
ის ბუნებრივად არის დადუღებული, ადვილად მოსანელებელია და ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას. მაწონი აუმჯობესებს მონელებას, აძლიერებს იმუნიტეტს, ამაგრებს ძვლებს და უზრუნველყოფს ხარისხიან ცილას.

მისი რეგულარული მიღება ხელს უწყობს ჯანმრთელ მეტაბოლიზმს და ენერგიის შენარჩუნებას. სწორ დროს მიღების შემთხვევაში ის ამცირებს კუჭის მჟავიანობასაც.

მაწონი არ უნდა მივიღოთ ღამით. ღამით მონელება ნელდება და მაწონი მძიმე საკვებია. მისი მიღება შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა, გაზები და ძილის დარღვევა.

ასევე არ არის რეკომენდებული მაწინის მიღება გრიპის, გაციების ან ხველის დროს. ის ზრდის ლორწოს წარმოქმნას, რაც აძლიერებს გაჭედილობას და ყელის გაღიზიანებას.
მაწონის მიღების საუკეთესო დრო არის დღის განმავლობაში, განსაკუთრებით სადილთან ერთად, როცა მონელება ყველაზე ძლიერია.

მიიღეთ საკვები სწორ დროს და შეგნებულად. ბუნება საუკეთესოდ მუშაობს, როცა მას პატივს ვცემთ“, – წერს არუნ ხათრი.

„მოხარშეთ 2–3 ცალი წყალში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში“ – რისთვის არის სასარგებლო დაფნის ფოთოლი

„ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, მონელება უკეთესი ხდება, ეს მათთვის არის ვისაც ქრონიკული ყაბზობა აწუხებს…“ – არუნ ხათრი საუზმისთვის საჭირო პროდუქტებზე

„იცოდი, რამდენად საოცარია კაკაო ჯანმრთელობისთვის?“ – რაში უნდა გავურიოთ ეს პროდუქტი, არუნ ხათრის რეკომენდაციით

„ადამიანების უმეტესობა სუნამოს ყელზე იფრქვევს იმის ცოდნის გარეშე, რა შეიძლება მოხდეს…“ – რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, როდესაც სუნამოს ყელზე ვისხამთ, რას ამბობს არუნ ხათრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g