როგორ ვიკვებოთ მარხვის შემდეგ და რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ჩვენი ორგანიზმი არ გადაიტვირთოს?
ექიმ შოთა ჯანჯღავას რეკომენდაციებს ტელეწამყვანი, ხატია შამუგია გვიზიარებს.
ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ ასეთ დროს არ შეიძლება ორგანიზმის გადატვირთვა ხორცპროდუქტებით:
„ვინც მარხულობს და როდესაც გახსნილდება, ასეთ დროს ყოველთვის არის ცხიმოვან და ცილოვან საკვებთან დაკავშირებით, რაც აღიზიანებს ჩვენს ნაღვლის ბუშტს. აქედან გამომდინარე ვეცადოთ, რომ როდესაც გახსნილდება, მივიღოთ შობის ღვეზელი, სადაც კვერცხიც არის და ყველიც და ცოტა სტრესულია ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ ძალიან ნუ გადავტვირთავთ ორგანიზმს ხორცპროდუქტებით და თუ ხორცპროდუქტებს მივიღებთ, ვეცადოთ ღვეზელი ნაკლებად შევჭამოთ რადგან კვერცხი არის ღვეზელში, მაგრამ თუ ცოტა მეტი მოგვივიდა ამ პერიოდში ცოტა ფერმენტი დავახმაროთ, რომელიც ჩვენი კუჭ ნაწლავის ტრაქტს მიეხმარება და არ დაგვავიწყდეს წყალი, რათა ჩვენი ორგანიზმის დეტოქსი მოხდეს“, – ამბობს ენდოკრინოლოგი.
