საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ფეისბუქ გვერდზე, რეკომენდაციებია გამოქვეყნებული, რომლებიც სახლში შესვლის და მისი დატოვების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რათა მაქსიმალურად დავიცვათ თავი სხვადასხვა ინფექციებისგან, მათ შორის კორონავირუსისგან.
ეს რეკომენდაციებია:
- პირველი რიგში სახლში დაბრუნებისას უნდა შევეცადოთ, რომ არაფერს შევეხოთ ხელით.
- შემდგომ გავიხადოთ ფეხსაცემელი.
- იმ შემთხვევაში, თუ შინაურ ცხოველთან ერთად ვსეირნობდით, გავუწმინდოთ მას თათები.
- გავიხადოთ ტანსაცემლი, რაც გარეთ გვეცვა და გავრეცხოთ.
- შემოსასვლელშივე დავტოვოთ, ჩანთა, გასაღები, საფულე და ა.შ.
- უკეთესია თუ მივიღებთ შხაპს, თუმცა თუ არ არის შესაძლებლობა აუცილებელია დავიბანოთ ხელები, სახე, კისერი, მაჯა და სხეულის ყველა ხილული ადგილი.
- შემდგომ გავწმინდოთ ტელეფონი და სათვალე საპნიანი ან ალკოჰოლის შემცველი სითხით.
- გარეთ ნაყიდი ნივთები, შენახვამდე უნდა გავასუფთავოთ სპეციალური სითხით.(ხელთათმანებიის გამოყენებით)
- ხელთათმანები ერთჯერადი გამოყენების შემდეგ აუცილებად უნდა გადავაგდოთ
ეპიდემილოგოები გვეუბნებიან, რომ ამ წესების დაცვის შემთხვევაში ინფექციის სახლში შემოტანის რისკი მაქსიმალურად მცირდება.
რაც შეეხება სახლიდან გასვლის წესებს, ესენია:
- მნიშვნელოვანია, რომ გვეცვას გრძელმკლავიანი მაისური
- აუცილებელია თმა გვქონდეს შეკრული, არ არის რეკომენდირებული მაკიაჟის, სამკაულების ან კრემის გამოყენება.
- პირბადე უნდა გავიკეთოთ სახლიდან გასვლამდე.
- თავი უნდა ავარიდოთ საზოგადეორბრივი ტრანსპორტით მგზავრობას.
- თუ სახლიდან შინაურ ცხოველთან ერთად გავდივართ, უნდა ვეცადოთ, რომ ის არ შეეხოს ზედაპირებს.
- ნესბისმიერ ზედაპირზე შეხებისას, თითებზე უნდა შემოვიხვიოთ ერთჯერადი ხელსახოცი.
- შემდგომ ეს ხელსახოცი უნდა დავკუჭოთ და გადავაგდოთ.
- ხველების ან დაცემინების შემთხვევაში სახეზე უნდა ავიფაროთ იდაყვი.
- თავი უნდა ავარიდოთ ნაღდი ფული გამოყენებას, თუ აუცილებელია, გამოყენების შემდეგ ხელები უნდა გავისუფთაოთ სადეზინფექციო ხსნარით.
- ნებისმიერის საგნის ან ზედაპირის შეხების შემდეგ, ხელები უდნა დავიბანოთ საპნით, ან დავიმუშაოთ სპეციალური სითხით.
- ხელების დაბანამდე არ უნდა შევეხოთ სახეს.
- და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანთან უნდა დავიცვათ დისტანცია.
ეპიდემიოლოგები ასევე პირბადის გამოყენების წესებსაც გვიზიარებენ:
- ნიღბის გაკეთებამდე, აუცილებელია ხელები დავიბანოთ საპნით, ან დავიმუშაოთ სპეციალური სითხით.
- ნიღაბი სახეზე მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული, უნდა ფარავდეს ცხვირის და პირის მიდამოს.
- მოხმარებისას ნიღაბზე შეხების შემთხვევაში, ხელები უნდა დავიბანოთ საპნით ან დავიმუშაოთ სპირტის შემცველი ხსნარით.
- არ შეიძლება ნიღბის განმეორებით გამოყენება.
- ნიღაბი უნდა მოვიხსნათ, მის უკანა თასმაზე შეხებით, არ უნდა შევეხოთ წინა ნაწილს. მოხსნისთანავე უნდა გადავაგდოთ უახლოეს ურნაში და ხელები საპნით დავბანოთ.
ეპიდემიის ეტიკეტი: როგორ ვთქვათ უარი ხელის ჩამორთმევაზე, ისე რომ არ შევურაცხყოთ