LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უწევენ კონკურენციას ტაქსის კომპანიები Yandex-ის უკონკურენტო ფასებს

247

რუსული კომპანია Yandex-ის უკონკურენტოდ დაბალმა ფასებმა საქართველოში არსებულ ტაქსის სხვა კომპანიებს, კლიენტების მოსაზიდად სხვადასხვა ღონისძიებებისკენ უბიძგა.

ერთ–ერთი ასეთი კომპანია taxify დაბალ ფასებთან გამკლავებას საქველმოქმედო ინიციატივით ებრძვის.

“ჩვენ გვინდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ჩვენი მისიაა  და წამოვიწყოთ საქველმოქმედო კამპანია, საიდანაც შემოსული თანხები  მოხმარდება საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. 1 დეკემბრიდან თქვენ მიერ შესრულებული თითიეული  მგზავრობიდან, ჩვენ გადავრიცხავთ 5 თეთრს საქველმოქმედო ფონდში. ჩვენი მიზანია  წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

taxify-e1418925637252ჩვენ ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორ მძღოლებს მონაწილეობა მიიღონ კამპანიაში სურვილის შესაბამისად და ასევე დაამატონ 5 თეთრი შესრულებული შეკვეთიდან. საქველმოქმედო აქციაში მონაწილე მძღოლებს ამოიცნობთ აპლიკაციაში სურათზე დატანილი გულის ნიშანის მეშვეობით. ასე რომ, თუ გამოძახებისას ავტომობილზე შენიშნეთ გული,  დაუჭირეთ მხარი  საქველმოქმედო აქციაში მონაწილე მძღოლს, გაუზიარეთ თქვენი  თბილი და პოზიტიური ემოცია”, – ამ შინაარსის ტექსტები მიუვიდა ე–მეილზე ძალიან ბევრ მომხმარებელს taxify-გან.

Yandex მომსახურების 70%–ს თავად ფარავს და მძღოლებს თითო გამოძახებაზე 3-4 ლარს უხდის, შედეგად მათი ტაქსით მგზავრობა ზოგჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურს უტოლდება.

როგორც ამბობენ, რუსული კომპანიის ფასები არარეალურია, შედეგად, მას შემდეგ, რაც ბაზარზე მონოპოლისტურ მდგომარეობას დაიკავებს, ტარიფებს გააძვირებს– ეს მოსაზრება ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არ არის.

aaeaaqaaaaaaaaisaaaajdvjogqzzjbjlte2mzatnge1mi05nda5ltkyowzimzhkzjhhmg

მოქალაქეთა ნაწილმა Yandex-ს თავდაპირველად ბოიკოტი გამოუცხადა. ისინი მოუწოდებდნენ ყველას, რომ რუსული კომპანიით არ ესარგებლათ, თუმცა ფაქტია, რომ Yandex-ის ავტოპარკი დღითი–დღე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ როგორც მძღოლები ასევე, მგზავრები ემატებათ.

ტაქსის კიდევ ერთი ქართული კომპანიის 2200–200–ის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია “ფორტუნასთან” საუბარში ამბობს, რომ Yandex-ის ბაზარზე შემოსვლამ მის კომპანიას სერიოზული ზიანი მიაყენა.

11127482_633352530128630_4928504938585632500_n“Yandex–მა გაგვაკოტრა. ახლა ვმუშაობთ მაგრამ 50%–იან რეჟიმში. როცა კომპანიას აქვს ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და მგზავრისა და მძღოლის მოსყიდვას ახერხებს, რა უნდა დაუპირისპირო?ჩვენი ფინანსური რესურსები ამას ვერ გაწვდება. როდესაც ყველა კომპანიას ბოლომდე გააკოტრებენ, ბაზარზე აწეული ტარიფი დარჩება, რომელიც იმაზე გაცილებით მეტია, რაც აქამდე კომპანიებს გვქონდა”, – განაცხადა ნიკა ხოფერიამ.

მისივე თქმით, დემპინგი ამ უდიდეს კომპანიას იმდენი ხანი შეუძლია გასწიოს, სანამ ბაზარზე ფეხს მყარად არ მოიკიდებს.

“სანამ არ დაინახავს, რომ ყველა გაკოტრდა, მანამდე ფინანსური რესურსი შეუძლია გამოიყენოს. Yandex რუსული გუგლია– უდიდესი კომპანია, შეუზღუდავი რესურსებით. ამ კომპანიის ბიუჯეტი, საქართველოს ბიუჯეტზე გაცილებით დიდია”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი ის იქნება, რომ ამ ბაზარზე თვითღირებულებაზე დაბალი ტარიფის დაწესება უნდა აიკრძალოს.

“მოსყიდვა მოსყიდვაა – აქ გამოსავალი არ არის”, – ფიქრობს ნიკა ხოფერია.

რამდენ ხანს გასტანს იანდექსის დაბალი ტარიფები და რამდენი ხანი გაუძლებენ კომპანიები კონკურენციას ჯერ–ჯერობით რთული გასარკვევია. თუმცა, ფაქტია ქართული ბოიკოტი რუსული კომპანიის დაბალმა ტარიფებმა მცირე დროში სრულად მოისყიდა და გადაფარა.

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g