LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს – იპოვეთ თქვენი თავი

785
horoskop-love

ცნობილმა ასტროლოგმა, რამაზ გიგაურმა შეადგინა მცირე ხუმრობანარევი აღწერა თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის, ვინ როგორია სიყვარულში.

გთავაზობთ მის ჩამონათვალსა და აღწერას. იპოვეთ საკუთარი თავი:

“როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს.

ვერძი: შეუყვარდა, ეტკინა, მაგრამ არ გადაუყვარდა.
კურო: ბოლოს და ბოლოს შეუყვარდა.
ტყუპი: შეუყვარდა, შემდეგ კიდევ შეუყვარდა, შემდეგ კიდევ შეუყვარდა…
კირჩხიბი: შეუყვარდა – დაოჯახდა.
ლომი: შეუყვარდა – არ მოეწონა. მეტი აღარ შეყვარებია.
ქალწული: ისეთი სახე მიიღო, ვითომ შეუყვარდა.
სასწორი: იფიქრა, იფიქრა და… შეუყვარდა.
მორიელი: შეუყვარდა – ეტკინა, შეუყვარდა – ატკინა.
მშვილდოსანი: შეუყვარდა – თავისას მიაღწია.
თხის რქა: აიძულა საკუთარი თავი შეყვარებოდა.
მერწყული: დიდხანს არჩია, დამეგობრდა და შეუყვარდა.
თევზები: შეუყვარდა. მიატოვა. წუხს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები