LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვებრძოლოთ კორონავირუსისგან დატოვებულ გართულებებს: ექიმ-ნევროლოგი

213
ბიძია ექიმი

როგორც ცნობილია, კორონავირუსს სხვადასხვა ტიპის ნევროლოგიური სიმპტომები ახასიათებს. მათ შორისაა თავბრუსსხვევა, თავის ტკივილი, გემოს და სუნის დაკარგვა.

დღეის მონაცემებით საქართველოში ვირუსი 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა. თუმცა, ზოგიერთ მათგანს თვეების შემდეგაც გემოს და სუნის შეგრძნება არ დაბრუნებია.

რა კვალს ტოვებს და როგორ შეგვიძლია ვებრძოლოთ ნერვულ სისტემაზე დატოვებულ გართულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ექიმ-ნევროლოგმა მედიცინის დოქტორმა, იოსებ ბურდულაძემ ”იმედის დილაში” ისაუბრა.

”ნებისმიერი რესპირატორული ინფექციების და ვირუსების დროს მსგავსი სიმპტომები ხშირად არის. ახლა უბრალოდ აქტუალიზაცია და ყურადღების გამახვილება ხდება. ამ დროს ხდება მიმღებების, რეცეპტორების დაზიანება. სწორედ კორონავირუსს ახასიათებს ამ ფუნქციების დაქვეითება”.

მან ასევე აღნიშნა, რომ მედიცინა ახლა იწყებს ვირუსის შესწავლას და პარალელურად აკვირდება. სტატისტიკა ინდივიდუალურია. თუმცა, საბოლოო ჯამში, სიმპტომების გაქრობა დაავადების დასრულებიდან ერთი კვირიდან სამი კვირის ფარგლებში მერყეობს.

”ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. შესაბამისად, პროცესი ყველა ორგანიზმში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ეს დაკავშირებულია გარემო პირობებთან, საცხოვრებელ პირობებთან და სითხის მიღებასთან.

რაც შეეხება, დიაგნოზის დასმა მხოლოდ ყნოსვისა და გემოს დაკარგვით რთულია. ამას სჭირდება ლაბორატორიული გამოკვლევა, მაგრამ თუ ადამიანი იმ ზონაში იმყოფება, სადაც მეტად არის გავრცელებული ეს ვირუსი, ცხადია უნდა ვიფიქროთ, რომ დაინფიცირების ალბათობა მაღალია”.

ექიმის თქმით, თავბრუსხვევის და თავის ტკივილის სტატისტიკა ძალიან მერყევია, რაც ჰოსპიტალიზირებულ პაციენტების დაახლოებით 15%-ს აღენიშნება. ამას გარდა, კორონავირუსს ახასიათებს ნევროლოგიური გართულებები, როგორიც არის ენცეფალიტი – ტვინის ანთება, მენინგო ენცეფალიტი, პოლირადიკულონევრიტი – პერიფერიული ნერვების დაზიანება.

”ყველაზე ხშირი ნევროლოგიური სიმპტომატიკა ეს არის თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ეს იმიტომ ხდება, რომ მას აქვს ნერვულ სისტემაზე მოქმედების საკმაოდ დიდი უნარი. თავისთავად იწვევს არსებული რეცეპტორების და თავის ტვინის გარსების გაღიზიანებას.

აღსანიშნავია, რომ ბევრი შემთხვევაა იშემიური ინსულტების, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში. ერთ-ერთ შტატში მაგალითად, ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 5-6 შემთხვევა იყო.

”ამ დროს თრომბოზების წარმოქმნის დიდი საშიშროებაა. თრომბოზი შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ორგანოსი, როგორც გულის, ასევე თირკმლის, ფილტვის, ქვემო კიდურების და მათ შორის თავის ტვინის. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ჩამოყალიბდეს იშემიური ინსულტი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g