LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც აგვისტოს ომის ვეტერანისთვის, „ენმ”-ის განცხადება შეურაცხმყოფელია – შავლეგო ტაბატაძე

შალვა-ტაბატაძე

პირადად ჩემთვის, როგორც აგვისტოს ომის მონაწილე ვეტერანისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არის შეურაცხმყოფელი, – განცხადება ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ გააკეთა.

როგორც შავლეგო ტაბატაძე აღნიშნავს, ჰააგის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან ოკუპანტები და დივერსანტები, რომლებმაც მოახდინეს ქვეყნის ოკუპაცია.

„პირადად ჩემთვის, როგორც აგვისტოს ომის მონაწილე ვეტერანისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არის შეურაცხმყოფელი. ჰააგის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან ოკუპანტები და დივერსანტები, რომლებმაც მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის უფლება არ აქვს არც ერთ პოლიტიკურ ძალას. შეიარაღებული ძალები არის ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტი,” – აღნიშნა შავლეგო ტაბატაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g