“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე საარჩევნო რევოლუციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ხელისუფლებიდან არჩევნების გზით წავა.
გოცირიძის თქმით, ხელისუფლების თითოეული განცხადება რევოლუციასთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო მოქალაქეების წინასაარჩევნოდ დაზაფვრის მცდელობა:
“ამ ხელისუფლების სულელური განცხადებები რევოლუციასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო წინასაარჩევნოდ მოქალაქეების დაზაფვრის მცდელობა, ახლა არავის აღარაფრის ეშინია. ყველამ ყველაფერი გააცნობიერა.
თუკი ვინმეს რაიმე ეჭვები ჰქონდა, დაინახა გუშინ ვისთან გვაქვს საქმე. არ ტყუვდება ეს ხალხი, რაც არ უნდა იძახონ “რევოლუცია”, როგორც ცნობილ ფილმშია, რაც არ უნდა მიადონ ყური ივანიშვილმა და სხვებმა მიწას და ეძებონ რევოლუციის გუგუნი, ისინი მაინც მიიღებენ საარჩევნო რევულიციას და არჩევნების გზით წავლენ ხელისუფლებიდან.” – თქვა გოცირიძემ.