LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ერთპარტიული პარლამენტია ცოდო, ისევე ცოდო საყურებელია ერთპარტიული ბოიკოტი – მე ტარიელ ნაკაიძეს არ დავკარგავდი: გიგი უგულავა

85
გიგი უგულავა

„როგორც ერთპარტიული პარლამენტია ცოდო, ისევე ცოდო საყურებელია ერთპარტიული ბოიკოტი – მე ტარიელ ნაკაიძეს არ დავკარგავდი“,- ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შედის – პოლიტსაბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

უგულავას შეფასებით, ლოგიკურია, რომ პარტიის კიდევ ერთი წევრი ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში შევიდა, თუმცა პარტიამ თავად გადაწყვიტა, რომ თანმიმდევრულობა ადამიანს ურჩევნია.

„მე ამ გადაწყვეტილებას ბოლომდე არ ვიზიარებ, თუმცა ეს არსებითად მოცემულობას არ ცვლის. პოლიტიკური პროცესისთვის მთავარია, რას იზავს „ნაციონალური მოძრაობა“. „ევროპულ საქართველოს“ ძალიან ღირსეულად, კარგად და საინტერესოდ წარმოადგენდა პარლამენტში ტარიელ ნაკაიძე, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მუსლიმია, რომელიც საქართველოს პარლამენტშია არჩეული, მას ძალიან სპეციფიური ამომრჩეველიც ჰყავს და საკმაოდ კარგი შედეგიც ანახა თავის ოლქში, მთიან აჭარაში.

გასაგებია, როდესაც მრავალპარტიული ბოიკოტი იყო, მაგრამ როდესაც ბოიკოტი აღარ არის, როგორც ერთპარტიული პარლამენტია ცოდო საყურებელი, ისევე ცოდო საყურებელია ერთპარტიული ბოიკოტი. ლოგიკურია, რომ ტარიელი შევიდა პარლამენტში, მგონი ეს პარტიასაც არ დაუძრახავს, თუმცა მათ თავად გადაწყვიტეს, რომ თანმიმდევრულობა ურჩევნიათ პრაგმატიზმს და ადამიანს, რომელიც ამ პარტიისათვის დაიკარგა“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

ევროპული საქართველო საპარლამენტო მანდატის გამოყენებას არ აპირებს და აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს: აკაკი ბობოხიძე

„ევროპული საქართველოს” პოზიცია მყარია, ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს, არ ვცვლით პოზიციას პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ: გიგა ბოკერია

ტარიელ ნაკაიძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა და პარლამენტში შედის

ბოკერია საშვის გარეშე მაინც ვერ შემოდიოდა და რას უყარეს კენჭი, ვერ მივხვდი, სახუმარო და ანეკდოტის თემაა: ზარქუა “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებზე

“ევროპულმა საქართველომ” პარტიის დაშლაში კლასი აჩვენა, ფაქტობრივად, ერთმანეთიც არ გაულანძღავთ: ხვიჩია

ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და ლეიბორისტული პარტია ბოიკოტით რადიკალური ამომრჩევლის ნაწილის შენარჩუნებას ცდილობენ: ლადო ბოჟაძე

magti 5g