LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც კი გამოკითხვა დავიწყეთ პარლამენტში ჩემს შესვლაზე, პუტინის ლაქია ივანიშვილს ეპილეფსია დაეწყო: შალვა ნათელაშვილი

1368
ნათელაშვილი ივანიშვილი

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, „მას შემდეგ, რაც მის პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოკითხვა დაიწყო, პუტინის ლაქია ივანიშვილს ეპილეფსია დაეწყო და გასცა სათანადო განკარგულებებიც“.

ნათელაშვილის განმარტებით, „როგორც კი სოციალურად დაუცველ ელექტორატს, რომლებიც წლებია ფულზე ყიდიან საკუთარ ხმას, მოუწოდა, რომ ერთხელ მაინც არ მისულიყვნენ არჩევნებზე, ივანიშვილის მონა ტელევიზიებმა ისტერიული ღრიანცელი ატეხეს“.

ნათელაშვილის განმარტებით, „ხმის გამყიდველი არ მარტო არჩევნებზე არ უნდა მიდიოდეს, არამედ მის ფეხქვეშ მიწა უნდა დაიწვას“.

შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“ ატარებს გამოკითხვას, შევიდეს თუ არა პარლამენტში

შალვა ნათელაშვილი – ახლა მიდის პარტიაში მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ პარლამენტში და ავაწიოკოთ

„როგორც კი გუშინ ტვ პირველის ეთერით მოვუწოდე იმ სოც-დაუცველ ელექტორატს ვინც წლებია ფულზე ყიდის საკუთარ ხმას ერთხელ მაინც შეეკავებინათ თავი და არ მოსულიყვნენ არჩევნებზე, თან გავახსენე ისტორიული ფაქტი ამგვარი კატეგორიისათვის ევროპაში საარჩევნო ხმის ჩამორთმევაზე ისტერიული ღრიანცელი ატეხეს ივანიშვილის მონა ტვ იმედმა, რუსთავი2- მა და საზოგადოებრივმა.

ახლაც ვიმეორებ ხმის გამყიდველი არ მარტო არჩევნებზე არ უნდა მიდიოდეს არამედ მის ფეხქვეშ მიწა უნდა დაიწვას. სამწუხაროდ ბიუჯეტის ქურდმა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ჯერ არნახულად გააღატაკა ხალხი დღეს კი მის დამცველად მოგვევლინა თანაც ვისგან? ჩემგან ამ ჩვენი გმობის კამპანიას აქტიურად დაუჭირა მხარი სამუდამო კაიფში ჩარჩენილმა ვაი-ოპო-დეპუტატმა ცხინვალთან შარვალჩახდილმა მეგრელიშვილმა და კაცის კაცზე დამაქორწინებელმა კორძაიამ. მოკლედ ქირურგიული ოპერაცია სჭირდება უიმედოდ ავადმყოფ რეჟიმს რასაც მიიღებენ იმედია უფასოდ.

ალბათ გაინტერესებთ მთელი ეს ღრიანცელი რატომ გახდა საჭირო? როგორც კი სოც-ქსელებში გამოკითხვა დავიწყეთ პარლამენტში ჩემს შესვლაზე პუტინის ლაქია ივანიშვილს ეპილეფსია დაეწყო და გასცა სათანადო განკარგულებებიც. სასიამოვნოა რომ ჩემი ერის მტრებს ასე ეშინიათ ჩვენი. ვპირდები შემდგომშიც არ მოვაკლებ დაუვიწყარ წუთებს“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g