LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც კი სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლის უფლება, განგაში მაშინვე უნდა აეტეხა: სოზარ სუბარი ნინოწმინდის პანსიონზე

60
სუბარი სოზარ

„როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მაშინვე განგაში უნდა აეტეხა, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და სოციალური მუშაკები იმყოფებიან. როგორც სუბარმა განაცხადა,  ადგილზე ჩავლენ.

ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა ბავშვმა გამოთქვა: ზრუნვის სააგენტო

„ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონში შესულები არიან რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და 4 სოციალური მუშაკი ზრუნვის სააგენტოდან, ასევე, გზაში არიან ფსიქოლოგებიც. წუხელ, ექვსმა ბავშვმა, რომელმაც გამოყვანა მოითხოვა, სხვაგან არის გადაყვანილი.

2006 წლიდან ვმუშაობთ, სახალხო დამცველი ვიყავი, როდესაც ეს შენობა შეიქმნა, მაშინ მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით ორი ბავშვთა სახლი არსებობდა, ეს იყო ნინოწმინდასა და ზესტაფონში. მაშინაც გვქონდა შესვლასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები, თუმცა, მალე დალაგდა, მაშინ 60-მდე ბავშვთა სახლი იყო, ეს კონკრეტული ორი გამოირჩეოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველს ბავშვთა სახლში შესვლის უფლება აქვს, როდესაც არ უშვებენ, „განგაში მაშინვე უნდა ატეხოს.“

„ბუნებრივია, სახალხო დამცველს უფლება აქვს და აუცილებლად უნდა შევიდეს. ცოტა გაოგნებულიც ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ 2018 წლიდან არ შესულა, არ ვიცი, ეს საკითხი დღეს რატომ გახდა აქტუალური. როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მაშინვე განგაში უნდა აეტეხა, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია,“ – დასძინა სუბარმა.

“ბავშვები, რომლებიც გალიაში ჰყავთ გამომწყვდეულები, აუცილებლად იცხოვრებენ უკეთეს პირობებში” – ნინოწმინდის პანსიონის მძიმე ამბავი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g