LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც მოვიქცევით ისეთი ზამთარი გვექნება – ბექა ბახტაძე

375
BeFunky-collage (2)

“როგორ მოვიქცევით მომდევნო თვის განმავლობაში დიდი მნიშვნელობა ექნება თუ როგორი ზამთარი გვექნება საქართველოში”- ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველი რეანიმატოლოგი, ბექა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს.

ექიმი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს და წერს, რომ სწორედ მათ მიერ რეკომენდაციების დაცვაზეა დამოკიდებული ქვეყანაში ეპიდვითარების მომავალი.

“აშკარაა რომ ჰოსპიტალური სექტორის მომზადებისთვის არაფერი განსაკუთრებული გაკეთებულა (რამდენად შესაძლებელია ეგ სხვა საკითხია), ასე რომ ისევ ეპიდემიოლოგებსა და National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) -ის ქმედებებსა და რჩევებზე ვიქნებით დამოკიდებული.

რჩევები არ არის რთული:

* ატარეთ პირბადე
* ხელები დაიბანეთ ხშირა
* თავი აარიდეთ მასობრივ თავშეყრას
* რაც შეიძლება მალე გაიკეთეთ ინფლუენცა (“გრიპის”) ვაქცინაცია

მოკლედ ნუ იქნები #კოვიდიოტი – წერს ბექა ბახტაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g