LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც ვიცი ეძებდნენ, როგორც ომის მონაწილეს“ – რას ამბობს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა

189
6c2502109dbd04bebcbcc5aef44d9b0c

„როგორც ვიცი ეძებდნენ, როგორც ომის მონაწილეს და დაიჭირეს კიდევაც“, – ამის შესახებ სოფელ კირბალში ჟურნალისტებს 6 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, გივი გინტურმა განუცხადა.

მისი თქმით მოკლულს 2 ტყვია აქვს მოხვედრილი.

„ამბობენ, რომ ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი, მანქანა კი ოკუპანტების მიერ სულ დაცხრილულიაო“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე

„მე ვნახე, მე ჩავაცვი, მე ჩავაწვინე. 2 ტყვია აქვს მოხვედრილი. 2008 წელს მონაწილეობდა ომში წოდებით მაიორი იყო და როგორც ვიცი ეძებდნენ, როგორც ომის მონაწილეს და დაიჭირეს კიდევაც, მეტი არაფერი ვიცი“, – აღნიშნა გივი გინტურმა.

„ყველა შიშის ქვეშ ვართ. ეგეთი ვაჟკაცი ბიჭი ჩაცხრილეს“ – ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი სოფელ კირბალში გადაასვენეს 

ცნობისთვის, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

„რაღა უნდა მოხდეს? ახალგაზრდა ბიჭი მიწაში ჩავდეთ, ფეხზე დადექით, გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით“, „რუსებს რა უნდათ აქ?.. 92 წლის კაცი ვარ, სოფელი დავტოვოთ და წავიდეთ?“ – სოფელ კირბალის მცხოვრებლები