LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს ოკუპანტი ქვეყნისგან, ჩვენი ქვეყნის ყველა ხელისუფლების პოზიცია უცვლელია – საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი: მამუკა მდინარაძე

66
მამუკა მდინარაძე

რუსეთის მთავრობის მოთხოვნას, ალიანსმა გააუქმოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს ოკუპანტი ქვეყნისგან, ჩვენი ქვეყნის ყველა ხელისუფლების პოზიცია უცვლელია – საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“.

მდინარაძის თქმით, ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც უკრაინა, არასდროს შეეგუება იმას, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი იყოს ოკუპირებული და ყველაფერს გააკეთებს დეოკუპაციისთვის.

რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, რაც ჩვენთვის მიუღებელია: იენს სტოლტენბერგი რუსეთის მოთხოვნაზე

რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება განახორციელა, მიიტაცა ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს – დათმობა აღარ იქნება!: ლინას ლინკევიჩუსი

„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ამ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა აქ გააჩნია, ევროპულ ოჯახში, აქედან გამომდინარე, ჩვენი კურსი იქნება ურყევი ნებისმიერი განცხადების, ნებისმიერი პოზიციის მიუხედავად და ასევე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები დასავლეთიდან ამისთვის გააკეთებენ ყველაფერს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. ბუნებრივია, რომ ქვეყნის პოზიცია, რომელსაც თავისი მიზნები აქვს ოკუპაციასთან დაკავშირებით, გააგრძელებს ასე საუბარს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც უკრაინა, არასდროს შეეგუება იმას, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი იყოს ოკუპირებული და ყველაფერს გააკეთებს დეოკუპაციისთვის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მიუღებელია: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოპულალურები