LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ახლადგახსნილი კუს ტბის საბაგირო გზის მუშაობის გრაფიკი?

80

კუს ტბის საბაგირო გზის რეაბილიტაცია სექტემბრის პირველ ნახევარში დასრულდება, რის შემდეგაც ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი.

მშენებლობას კომპანია „ბაგირმშენი“ ახორციელებს. საბაგიროს ორივე (ქვედა და ზედა) შენობაში ინტენსიური სარემონტო სამუშაოები ტარდება. შეიცვალა გამწევი ბაგირი. დამონტაჟდა საბაგირო გზის მართვის თანამედროვე პულტი.

კუს ტბის საბაგირო გზაზე თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ორი გონდოლა მოემსახურება. თითო გონდოლით 10-12 ადამიანი შეძლებს მგზავრობას, მათ შორის, ერთი მუდმივი გამცილებელი. გონდოლები შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ადაპტირებული იქნება. ველოსიპედის მოყვარულთათვის კი სპეციალური ველო-საკიდებია დამონტაჟებული. გონდოლები კაპიტალურად გარემონტდა, თუმცა ძველი იერსახე შეუნარჩუნდა.

კუს ტბის საბაგირო გზა გახსნამდე სატესტო რეჟიმში ამუშავდება და კონტროლს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახური გაუწევს. სექტემბრის პირველ ნახევარში კი საბაგირო გზა ოფიციალურად გაიხსნება და დღის განმავლობაში საშუალოდ 2 000-მდე მგზავრს მოემსახურება. კუს ტბის საბაგირო ზაფხულის თვეებში დილის 08:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე იმუშავებს, ზამთარში კი დილის 08:00-0 საათიდან ღამის 10:00 საათამდე.

კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაცია უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საბაგირო გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი დაიხარჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g