კომპანია Audi ოფიციალურად წარადგენს კუპე A5-ის ახალ თაობას და მის მოდიფიცირებულ ვერსიას S5-ს. ახალ სახეცვლილ პლატფორმაში, საჭემ მიიღო შედარებით უფრო წაგრძელებული სახე და განახლებული ძრავი, რომლის წონაც შემცირდა 60 კილოგრამამდე. კუპე აგებულია ახალი მოდულ-პლათფორმით MLB (სპეციალურად მანქანებისთვის გრძივი მოტორით).
ახალი მოდელი გახდა გერმანული ავტომწარმოებლის ამ ხაზის მეორე მოდელი, რომელიც მიიღებს ახალ სისტემას – Quattro Ultra-ს, რომელშიც ცენტრალური დიფერენციალური Torsen შეცვლილია ელექტრონოლად კონტროლირებადი მუფტით. ასევე A5-ში იქნება ახალი ელექტრომექანიკური გამაძლიერებელი და ოპციონალური სისტემა, რომელიც შეცვლის საჭის სიმძლავრეს მართვის სიჩქარის შესაბამისად. ახალი კუპე A5 წარმოდგენილი იქნება ხუთი ძრავით: ორი ბენზინისთვის, ხოლო სამი დიზელისთვის. 190-დან 286-მდე ცხენის ძალის სიმძლავრით.
როგორც Audi-ს წარმომადგენელი აცხადებს, წინამორბედი პლატფორმებისგან განსხვავებით მოდელი 22%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ექვსსიჩქარიანი ’’მექანიკა’’ და შვიდდიაპაზონიანი ’’რობოტი’’ აღნიშნული ხაზის დამახასიათებელი ატრიბუტია.
რაც შეეხება ახალ S5-ს, იგი მიიღებს სამ ლიტრიან 354 სიმძლავრის ძრავს, რომელიც 4.7 წამში მოახდენს გააქტიურებას. საწვავის საშუალო ოდენობა კი შეადგენს 7.3 ლიტრს 100 კილომეტრის გარბენისას. დამატებითი ღირებულებით შესაძლებელი იქნება კუპეში სმარტფონების Wireless დამტენისა და აუდიო სისტემის (რომელთანაც Audi არც ისე ცოტა ხანია თანამშრომლობს) Bang & Olufsen-ის ჩაშენება. სისტემას ექნება ხმოვანი ნავიგაციისა და ადაპტირებული კრუიზ-კონტროლის შესაძლებლობა, რომელსაც მართავს ავტომობილს საცობებში ავტომატურად. კუპეს ექნება WiFi-სა და LTE ქსელების მხარდაჭერაც.