Apple-ის ახალი სმარტფონის, მომდევნო iPhone-ის დიზაინი მისი წინამორბედისგან განსხვავებული არ იქნება.
როგორც ცნობილია, ახალი მოწყობილობა ორ ვარიანტად გამოვა – 4,7 და 5,5 დიუიმიანი დისპლეით. ერთადერთი ცვლილება, რითიც ახალი სმარტფონი წინამორბედისგან განსხვავებული იქნება, ყურსასმენის შესაერთებლის შემცირებული ზომა იქნება, რის შედეგადაც ახალი iPhone უფრო თხელი და მსუბუქი გახდება.