რამდენიმე საათში ახალი – 2025 წელი შემოაბიჯებს. აღმოსავლური კალენდრით წლის მთავარი მასპინძელი ხის სტიქიის, მწვანე გველია, რომელიც ამავე ფილოსოფიის თანახმად, სიბრძნისა და ოჯახური სტაბილურობის სიმბოლოდ მიიჩნევა.
სად არის წარმატების ყველაზე მაღალი შანსები და რას ითხოვს კოსმოსი, სამყარო, გველის წელიწადი თითოეული ჩვენგანისგან იმისთვის, რომ წარმატება და იღბლიანობა გავზარდოთ? – ამ თემაზე „ფორტუნასთან“ ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.
წლის აქტუალური ფერები და რიტუალები, რომლებიც ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ – რა გველის ხის სტიქიის, მწვანე გველის წელიწადში
სულ რამდენიმე დღეში ახალი წელი შემოაბიჯებს. 2025 წელი ხის სტიქიის, მწვანე გველის წელიწადია, რაც აღმოსავლურ იდეოლოგიაში სიბრძნისა და ოჯახური სტაბილურობის სიმბოლოდ მიიჩნევა.
ასტროლოგმა ჩვენთან ინტერვიუში ყურადღება ზოდიაქოს 12-ვე ნიშანზე გაამახვილა და მათ რჩევები მისცა:
- ვერძი
„ვერძებო, თქვენთვის 2025 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშობლო. სამშობლოს პატრიოტიზმი, მის სამსახურში სრულად ჩადგომა, მისი ისტორიული ტრადიციების, ფესვების ღრმა ცოდნა, გენეალოგიური ხაზის პატივისცემა – ეს თქვენი წარმატების მთავარი ფაქტორია.
რაც მეტად გაქვთ სტაბილური, კარგი, ჰარმონიული, საოჯახო და სანათესავო ურთიერთობა, აქ მიიღებთ ძალიან დიდ თანადგომას ოჯახის წევრებისგან, იგივე ნათესავებისგან. შეგიძლიათ არაერთი მემკვიდრეობითი საკითხები გადაწყვიტოთ. ერთი სიტყვით, სამშობლო, ოჯახი, ნათესაური კავშირები – აი, თქვენი წარმატების ფაქტორი.
თუ ამავდროულად, ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედებას შეძლებთ, ენას კბილს დააჭერთ და ზედმეტს არ ილაპარაკებთ, ჯერ ნაბიჯს გადადგამთ და მერე გათქვამთ, რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ და ა.შ, მაშინ უფრო მეტად წარმატებული იქნებით.
განსაკუთრებული, წარმატების დიდი შანსები წლის პირველივე ნახევარში გაქვთ და ეს კვლავ სამშობლოს უკავშირდება, არავინ გიშლით ხელს მგზავრობა-მოგზაურობაში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მთავარი წარმატება სამშობლოში მოდის.“
- კურო
„კუროებო, ჩემო კარგებო, თქვენ ცოტა დახურული სისტემა გაქვთ ცხოვრებისა ან ასე, ადვილად, ყველასთან არ იხსნებით. სამყარო და კოსმოსი ამჯერად თქვენგან ითხოვს: გინდათ იყოთ წარმატებული? – ეცადეთ მეტად გაიხსნათ და რატომ, რადგან ეს არის მრავალფეროვანი შეხვედრების, მოლაპარაკებების პერიოდი, მრავალფეროვანი კონტაქტები ს დრო, აქ ჩაკეტვა ნაკლებად ეფექტური იქნება.
პირიქით, რაც შეიძლება მეტი საინტერესო ადამიანი უნდა გაიცნოთ, ჩამოაყალიბოთ პარტნიორული ურთიერთობა. გეზარებათ თუ არა, გინდათ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის წარმატების ფაქტორი – რაც შეიძლება მეტად ისწავლოთ.
ეს არის ინფორმაციის მიღებისა და თქვენი ცოდნის გაფართოების წელიწადი, რომელიც თქვენს წარმატებებსა და წინსვლას, ყოველმხრივ უზრუნველყოფს, ამიტომ კომუნიკაცია უნდა იყოს აქტიური.
გარდა ამისა, მგზავრობა-მოგზაურობა, გნებავთ უცხოეთში, გნებავთ სამშობლოში, რაც შეიძლება მეტი, იმიტომ, რომ ამ მოგზაურობის დროს, ძალიან საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, ჩამოყალიბდება ახალი, ერთობლივი პროექტები, პარტნიორული თანამშრომლობა.
რაც უფრო მეტად გააძლიერებთ ურთიერთობას დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, მათი თანადგომა იქნება არნახული, რაც თქვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება.“
- ტყუპები
„ტყუპებო, თქვენ 2025 წლის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ იმიტომ, რომ გამარჯვების პლანეტა – იუპიტერი, ყოველ შემთხვევაში, წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით ივნისის ბოლომდე, თქვენს ზოდიაქოში იქნება.
ამიტომ, შანსები წარმატებისა ძალიან დიდი გაქვთ, მათ შორის, ფინანსური კუთხითაც. შეიძლება ადრე დაწყებული პროექტებიდან მიიღოთ დივიდენდები, ასევე, აქტიურად ჩაერთოთ საფინანსო პროექტებში, პრემიებისა და ბონუსების წინაშე აღმოჩნდეთ.
მაგრამ, სამყარო თქვენგან ითხოვს რას? – თქვენ ძალიან აქტიური ხართ, ზოგჯერ ზედმეტად დინამიკური და ნევროზული ნიშანი, ახლა კი, სამყარო თქვენგან ცოტა დამშვიდებას ითხოვს. იმოქმედეთ პრინციპით, შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი, ნუ ჩქარობთ, სისწრაფე წამგებიანი იქნება, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში.
ამასთან ერთად, რაც შეიძლება მეტად უნდა დაასტაბილუროთ ცხოვრება, სტაბილური ოჯახი, სამსახური, საქმე. ნუ ფაციფუცობთ, ნუ ხართ ზედმეტად გაორებული, რაც მეტად სტაბილური იქნებით, მით მეტად იქნებით წარმატებული, თუმცა შანსები სერიოზული ცვლილებებისა, რეფორმატორული მუშაობისა, საინტერესო ადამიანების გაცნობისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისა, რასაკვირველია გექნებათ, არაერთი.“
- კირჩხიბი
„კირჩხიბები ამ წლის მეორე ფავორიტები არიან, რადგან უკვე ივნისის ბოლოდან, გამარჯვების მმართველი პლანეტა – იუპიტერი, ხოლო 13 იანვრიდან, მფარველი ანგელოზი – სელენა, კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, ამიტომ, თქვენი წარმატების ფაქტორი 2026 წლის ივნისამდე გასტანს.
წარმატების ფაქტორები, ყველა სფეროში არნახულად დიდი გაქვთ – გნებავთ პიროვნულად შეიცვალოთ? შეიძლება საერთოდ შეცვალოთ თქვენი მსოფლმხედველობა, შეიძლება შეცვალოთ თქვენი გარეგნობა, მუშაობის მეთოდოლოგია. შეიძლება შეიცვალოს გარემო, წრე, ანუ, თქვენს ცხოვრებაში ბევრი ცვლილებები შემოვა და რაც მთავარია, უმრავლესად სასიკეთო.
ეს არის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს თქვენს დაინტერესებას, მაგალითად, საიდუმლო საკითხებისადმი, კოსმოსური კანონზომიერებისადმი, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის სფეროებისადმი. აქტიურად ჩაერთვებით საქველმოქმედო აქციებში, საზოგადოებრივ პროექტებში, რაც საზოგადოებაში თქვენს რეიტინგს ერთიორად გაზრდის და რაც ხელს შეუწყობს როგორც ფინანსურ გაუმჯობესებას, ასევე, პროფესიულ წინსვლა-განვითარებას.
კირჩხიბებო! წლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხართ, ამიტომ გაჩერების, სიზარმაცის უფლება არ გაქვთ, იაქტიურეთ, მაქსიმალურად გაიცანით ახალი, საინტერესო ადამიანები, ჩამოაყალიბეთ პარტნიორული ურთიერთობა და წინ წაიწიეთ.“
- ლომი
„ლომებო, მესამე და ფავორიტი, კირჩხიბისა და ტყუპების შემდეგ, თქვენ ხართ, რადგან მფარველი ანგელოზი – სელენა, 2025 წლის მეორე ნახევრიდან, დაახლოებით აგვისტოს თვიდან, 7 თვით თქვენს ზოდიაქოში გადმოვა, 2026 წელში კი მას გამარჯვების პლანეტა – იუპიტერი შეუერთდება, ამიტომ თქვენც გექნებათ ძალიან საინტერესო შესაძლებლობები, პერსპექტივები.
განსაკუთრებით საინტერესოა წლის მეორე ნახევარი, თუმცა, არც პირველს უშავს რაიმე, მათ შორის, პირადი – სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. შეიძლება ეს იყოს პერიოდი, როდესაც ამა თუ იმ საქმეში, პროექტში თქვენ ახალი ხელმძღვანელის როლს მოირგოთ.
სხვათა შორის, ასევე თქვენშიც, ეზოთერული, ოკულტური საკითხებისადმი ინტერესი გაიზრდება. თქვენ შეიძლება აქტიურად ჩაერთოთ საქველმოქმედო საქმეებში, ოღონდ ითხოვს რას თქვენგან სამყარო? – ენაზე კბილის დაჭერას, საიდუმლო არ გათქვათ, რას აპირებთ, სად მიდიხართ, ვინ მოგწონთ, რადგან ყველაფერი უკან წავა.
ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, ძალიან კარგი შანსები გაქვთ იმისა, რომ მოირგოთ მანტია კარგი ხელმძღვანელისა, ლიდერისა, კარგი ორგანიზატორისა, რითაც საზოგადოებაში თქვენს რეიტინგს გაზრდით, ამიტომ, შემდეგი 2 წელი, თქვენთვის საკმაოდ პერსპექტიულია.“
- ქალწული
„ქალწულებო, თქვენც, როგორც კურო, ცოტა ჩაკეტილი პერსონა ხართ. კი, ყველაფერს აკეთებთ, მუშაობთ, მაგრამ მაინც საკუთარ თავში უფრო ხართ ჩაკეტილი, კომუნიკაცია თქვენს ცხოვრებაში ნაკლებადაა.
ახლა თქვენგან სამყარო ითხოვს მეტ კომუნიკაციას, კომუნიკაბელურობასა და სიახლეებს. ქალწულს უყვარს ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, ბუნებით კონსერვატორია, სამყარო კი გეუბნებათ, ცოტა ხნით ეს თქვენი კონსერვატიზმი გადადეთ, პირიქით, რაც შეიძლება მეტი სიახლეები, მეტი სიახლოვე კომპიუტერულ, პროგრამული და ინტერნეტ სფეროებთან, აქედან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ნაცნობობა, საინტერესო იდეების ჩამოყალიბება მოვა.
განაახლეთ თქვენი მსოფლმხედველობა, წრე ურთიერთობებისა, განაახლეთ მეთოდოლოგია მუშაობისა, შეიძლება იყოს ახალი ვარცხნილობა, ტანსაცმელი, ახალი ფორმა ურთიერთობებისა. ანუ, თქვენ უნდა იყოთ სპონტანური იმპროვიზატორი, ორიგინალური თვითგამოხატვა უნდა შეძლოთ.
არა კონსერვატორი, რომელიც ყოველდღიური რუტინითაა დაკავებული, არამედ რაღაც არაჩვეულებრივი, ეგზოტიკური. ანუ, ცოტა მერწყულის ელემენტები გჭირდებათ, რათა იყოთ რეფორმატორი და სიახლეების, ორიგინალურობის მუდმივი მაძიებელი, მაშინ წელი ძალიან კარგი, ფრიად წარმატებული გექნებათ.
ძალიან კარგი წელია ახალი მეგობრული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, ძველი ურთიერთობების გასაფართოებლად, მეგობართა თანადგომა მნიშვნელოვანი და წარმატების მომტანი იქნება.“
- სასწორი
„სასწორებს, უპირველეს ყოვლისა, სერიოზული პროფესიული წინსვლის პერსპექტივა აქვთ. თქვენ შეიძლება მიიღოთ ახალი სამსახურის შესახებ წინადადება, ახალი თანამდებობის წინაშე შეიძლება დადგეთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია თქვენი დიპლომატია, მშვიდობიანობა, სამართლიანობა, ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან მიმართებით, მაქსიმალურად განვითარდეს.
რატომ? – იმიტომ, რომ მათი თქვენდამი კეთილგანწყობა, თქვენს პროფესიულ წინსვლას, მნიშვნელოვნად განაპირობებს. თუმცა, რასაკვირველია, ამას თქვენი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საქმისადმი მიდგომა, თქვენი შრომის გამოვლენა მოგეთხოვებათ. უნდა იყოთ, ძალიან პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და დისციპლინირებული.
თუ ამ თვისებებს ავლენთ, 2025 წელი სერიოზული პროფესიული წინსვლითა და მნიშვნელოვანი პერსპექტივებით დაგაჯილდოებთ.“
- მორიელი
„მორიელებო, მოემზადეთ! მგზავრობა-მოგზაურობის პერიოდია. ამისთვის არის ახლა ყველაზე კარგი პერიოდი, წელს მაქსიმალური კონტაქტები უცხოელებთან. ოღონდ, ეს ყოველთვის ემიგრაციას არ ნიშნავს – გახსოვდეთ, მთავარი წარმატების ფაქტორი სამშობლოა, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში.
თუმცა, მთელი წლის განმავლობაში, ყველაზე ეფექტური და ნაყოფიერი მორიელისთვის უცხოელებთან კონტაქტი იქნება. გინდათ სწავლა უცხოეთში, კონკურსებში მონაწილეობის მიღება, პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება, მივლინება – ნებისმიერი ფორმით უცხოელებთან კონტაქტი თქვენთვის ფრიად წარმატებული იქნება.
ამიტომ, რაც შეიძლება მეტი იმგზავრეთ, იმოგზაურეთ, ახალი შთაბეჭდილებებით, პროექტებით დაბრუნდით. შეიძლება ხელი გამოკრათ ძალიან საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობებს, რომლებიც, სხვათა შორის, თქვენს პროექტებს თუნდაც, თქვენს სამშობლოში დააფინანსებენ.
ამიტომ, შესაძლებლობები იმისა, რომ გახდეთ ლიდერი, ხელმძღვანელი, ორგანიზატორი, ჩაუდგეთ ახალ პროექტებს სათავეში, თან უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას გამოჰკრათ ხელი, ძალიან მაღალია.
ერთი რამ გავითვალისწინოთ, რა მოგეთხოვებათ თქვენ? – ეს ნიშანი საკმაოდ სერიოზულია, კი ბატონო, ეს ცუდი არ არის, მაგრამ წელს კოსმოსი თქვენგან მეტი მხიარულებისა და ოპტიმიზმის გამოვლენას მოითხოვს. რაღაც არ გამოგდით? – ნუ ადრამატიზებთ, თქვით: ყველაფერი კარგად იქნება. ანუ, რაც მეტად მხიარული და ოპტიმისტი იქნებით, მით მეტად, გაიმარჯვებთ.“
- მშვილდოსანი
„მშვილდოსნებო, თქვენ ძალიან აქტიურები, ინტუიციურები, დინამიკურები და ოპტიმისტები ხართ, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ. ინტუიცია კი 2025 წელს თქვენი წარმატების მთავარი ფაქტორი იქნება.
ბუნებრივია, ეს ინტუიცია გაქვთ და ეცადეთ მას უფრო მეტად დაეყრდნოთ, ინტუიციის მეშვეობით ზუსტ არჩევანს გააკეთებთ, სწორ ნაბიჯებს გადადგამთ და აუცილებლად ენაზე კბილის დაჭერა. თქვენ ძალიან კარგი მოსაუბრე, დიდებული ორატორი ხართ, მაგრამ მოდი, ჯერ ნაბიჯი გადადგით და მერე გათქვით, რას აპირებთ, თორემ წინდაწინ გათქმით, ყველაფერი უკან შეგიტრიალდებათ და მერე ამას პრობლემები მოჰყვება.
მაგალითად, თუ ამ სფეროში ჩართულნი ხართ, თქვენ 2025 წელში ძალიან კარგი გამომძიებელი, ექსპერტი იქნებით, პოლიტიკურ-იდეოლოგიური კუთხით ძალიან საინტერესოა წელიწადია, ტურიზმშიც კი ძალიან კარგი იქნებით, აქაც კარგი შანსები გაქვთ. ერთი სიტყვით, თქვენი წარმატებების მრავალფეროვანი სპექტრია, ოღონდ უნდა იყოთ უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების, საკუთარი პრინციპები ყოველთვის უნდა დაიცვათ.
არ თქვათ ტყუილი, სიმართლე თქვენი წარმატების უმთავრესი ფაქტორია, განსაკუთრებით 2025 წელს, თუმცა იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, მაშინ წარმატების შანსი ძალიან კარგი იქნება. სხვათა შორის, არ არის ცუდი წელიწადი პარტნიორული სასიყვარულო და მათ შორის, ინტიმური კავშირებისათვის, აქაც ძალიან საინტერესო პერსპექტივები გექნებათ.“
- თხის რქა
„თხის რქა ის ნიშანია, რომელიც პარტნიორული ურთიერთობებისთვის უნდა მოემზადოს. 2025 წელს შეიძლება ჩამოყალიბდეს ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი თანამშრომლობა, მაგალითად საქმიანი, ბიზნესპარტნიორობა, თუმცა არამხოლოდ, პირადი ურთიერთობებიც.
თქვენ შეიძლება გაიცნოთ საინტერესო პარტნიორი, ჩამოყალიბდეს სასიყვარულო ურთიერთობა. მინდა გითხრათ, რომ ქორწინებისთვის კარგი წელიწადია. უფრო მეტიც, თქვენ კარგად გამოავლეთ თქვენს შემოქმედებით ნიჭსა და უნარს, რომელიც შესაძლოა, აქამდე სათანადოდ ვერ იფურჩქნებოდა, ახლა პირიქით.
დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო საქმე, პარტნიორულ-კოსმეტიკური საქმიანობა, იურისპოდენცია, ყველა ის სფეროებია, სადაც თქვენ დიდი წარმატების შანსები გაქვთ.
რას ითხოვს თქვენგან კოსმოსი? – პრობლემა შეიქმნა სახლში ან სამსახურში? ეს პრობლემა მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტოთ, დიპლომატიურად, კომპრომისების მიღწევით. იყავით უკიდურესად სამართლიანი, მაშინ ხართ წარმატებულნი.
თუ თქვენ ხართ ხისტი, ჯიუტი, არავის მოსმენა არ გინდათ და პირდაპირ შუბლში მიახლით ადამიანს, რასაც ფიქრობთ, გველი არ გაპატიებთ, გველი დიპლომატია, ყოველთვის, როდესაც პრობლემა აქვს, მას გვერდს უვლის და არ დაეჯახება, ამიტომ, თუ ამ ტენდენციებს სწორად გაუგებთ და შესაბამისად იმოქმედებთ, მაშინ გაცილებით მეტად წარმატებული იქნებით.“
- მერწყული
„მერწყულებო, დალაგების პერიოდია. თქვენ უნდა დალაგდეთ – გონება, აზრები დაალაგოთ, ცხოვრება, პარტნიორული ურთიერთობები დაალაგოთ. ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ? – ესეც უნდა დაალაგოთ. ანუ, ეს ის დროა, როდესაც თქვენ უნდა დალაგდეთ, დასუფთავდეთ, მოწესრიგდეთ და უკვე ააწყოთ თქვენი ცხოვრება დალაგებულზე.
მოდი ასე ვთქვათ, თუ ქალწულებს მერწყულის თვისებების გამოვლენა მოეთხოვებათ, მერწყულებს მოეთხოვებათ, რომ 2025 წელში, ცოტა ხნით ქალწულები გახდეთ. ანუ, დასუფთავებულები, დალაგებულები, მოწესრიგებულები.
სრული ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა წინა პლანზე. უნდა გახდეთ მარტოხელა მებრძოლი, მაქვს ხელი, ფეხი, თავი, მე თვითონ. საქმისადმი ძალიან სერიოზული მიდგომა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და არა ისე, როგორც და როცა თქვენ გინდათ, სამყარო თქვენგან ამას ითხოვს.
თუ მედიცინის სფეროში ხართ ჩართული, ძალიან კარგი იქნებით და წინ სერიოზულად წაიწევთ, თუმცა, მასმედია 2025 წელს თქვენთვის არანაკლებ წარმატებული იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ თუკი რაიმე ჯანმრთელობის პრობლემები გქონდათ, წელს ამ ამისგან გათავისუფლდებით და გამოჯანმრთელების გზაზე დადგებით.
ამიტომ, შესაძლებლობები უდავოდ გექნებათ კარგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ცოტა ხასიათით გერმანელი უნდა გახდეთ, ქალწული, რათა ამ ხასიათის მეშვეობით წინ წაიწიოთ, მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია, ჩამოაყალიბოთ თანამშრომლობა და იდეების რეალიზაციაც უკეთ შეძლოთ.“
- თევზები
„თევზებო, თქვენთვის სიყვარულის წელიწადია. საუკეთესო დროა, პირადი, სასიყვარულო, პარტნიორული ურთიერთობებისათვის. გყავთ პარტნიორი? – ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებთ. გყავთ შვილები? – მათთან გადასარევი, ჰარმონიული ურთიერთობა გექნებათ, რაც თქვენში საოცარ აღმაფრენას გამოიწვევს.
შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის არნახული უნარი გაქვთ, მათ შორის, ქორეოგრაფიის, პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების ფართო სპექტრში. თქვენ აქტიურად ჩაერთვებით საქველმოქმედო პროცესებში, მეტიც, ზოგიერთი თქვენგანი ხელმძღვანელი პირი გახდება, სათავეში ჩაუდგება სერიოზულ პროექტს.
სხვათა შორის, კარგი პერიოდია ბავშვის გაჩენისთვის, ასეთ დროს, თევზებს ძალიან კარგი ბავშვები ებადებათ, ტრადიციულად – ლამაზები, გონიერები, ჭკვიანები და ა.შ.
ეს არის პერიოდი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ საერთო ენა კარგად იპოვოთ ხელმძღვანელ პირებთან და მერე მათი მხრიდან თანადგომა იგრძნოთ. მათ შორის, თქვენი იდეების, პროექტების რეალიზაციის კუთხით.
კონკურსებში, ლატარიებში მონაწილეობის მიღება, ძალიან წარმატებული იქნება, შეიძლება არაერთ კონკურსში გაიმარჯვოთ, რაც თქვენი წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, ამიტომ ყველაფერში ჩადეთ სიყვარული, რაც მეტად გააკეთებთ ამას, მით მეტად იქნებით ნებისმიერ სფეროში წარმატებულნი.“
💫 როგორი იქნება მწვანე გველის წელიწადი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის🪐⭐️ სად არის ყველაზე მეტი შესაძლებლობები და რას ითხოვს კოსმოსი – როგორი იქნება მწვანე გველის წელიწადი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის #fortunage
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Friday 27 December 2024