ჩვენ ტალღის განვითარების მიუხედავად ვჯერდებით იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მოწყობა იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ სკოლაში. განვიხილავ ამის არაერთ ვერსიას – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან.
“ამ ეტაპისთვის ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ ჩატარდება აბიტურიენტების გამოცდები და პარალელურ რეჟიმში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი იქნება სექტემბერი ჩვენი ბავშვებისთვის. ეს აგვისტოში გვეცოდინება“,- აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, ტიკარაძე ფსიქოლოგთა ჩართულობის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.
„აქ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობა, აქ ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობა იმისათვის, რომ ჩვენ სწორად გავთვალოთ ბავშვების ქცევა და ის რეგულაცია, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ, რათა ქართული კულტურის ბავშვებისთვის, იყოს ადვილად აღსასრულებელი. ეს მათ დაცვას უზრუნველყოფს. ინტენსიური მუშაობა მიდის ჩვენ სამინისტროსა და განათლების სამინსიტროს შორის”- ამბობს მინისტრი.
COVID-19-ის დასასრულს ამ ეტაპისთვის არ ველოდებით – ტიკარაძე