LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ჭავჭავაძის გამზირზე

1136
unnamed

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, 7 მარტიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. დროებითი სქემის მიხედვით, საავტომობილო მოძრაობა ყიფშიძის ქუჩიდან გიორგი წერეთლის ქუჩისკენ აიკრძალება, ხოლო ბაგებიდან მოძრაობის გაგრძელება მხოლოდ მარცხნივ იქნება შესაძლებელი, გ. წერეთლის გავლით თამარაშვილის ქუჩისკენ. თამარაშვილის ქუჩიდან მოძრაობის გაგრძელებას მძღოლები მხოლოდ მარჯვნივ შეძლებენ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით ბაგებისკენ (თამარაშვილის N11-დან N1-მდე ადგილობრივებისთვის მოძრაობა არ შეიზღუდება).

ჭავჭავაძის გამზირიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელება მხოლოდ მარჯვნივ, ყიფშიძის ქუჩისკენ იქნება დასაშვები. ყიფშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრას კი მხოლოდ მარცხნივ მოხვევით შეძლებთ.

აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოსახვედრად ტრანსპორტი არაყიშვილისა და კავსაძის ქუჩებს გაივლის. ჭავჭავაძის გამზირიდან აბაშიძის ქუჩაზე ბერძენიშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გავლით მოხვდებით. რამიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს – ქუჩაზე ჭავჭავაძის გამზირიდან მარჯვნივ მოხვდებით, ასევე, არაყიშვილის ქუჩიდან პირდაპირ მოძრაობით. რაც შეეხება ავალიშვილის ქუჩას, აქ ავტომობილები ორმხრივად იმოძრავებენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები კი ასეთია:

  • N21, N51, N61, N85, N87 ავტობუსებისა და N170 მიკროავტობუსის მარშრუტები, რომლებიც კავსაძისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით მიშველაძის ქუჩას უკავშირდებოდნენ, ში მიშველაძის ქუჩას ბერძენიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე მიშველაძის ქუჩიდან აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მოხვდებიან.
  • ბაგებიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები – N9, N59, N140 და ახალი მარშრუტი ბაგები – მ/ს “დელისი”, ასევე, მიკროავტობუსები N32, N126 და N202, ბაგებიდან მოძრაობისას თამარაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის ტერიტორიის ნაცვლად, გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით მოხვდებიან, ხოლო შემდეგ მოძრაობას ამჟამად დადგენილი დროებითი სქემით გააგრძელებენ.
  • ავტობუსები N9, N59 და N137 მიკროავტობუსი, რომლებიც თამარაშვილის ქუჩის შემდეგ მიშველაძის, აბაშიძისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ხვდებოდნენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ჭავჭავაძის გამზირს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან.
  • ავტობუსი N83 და მიკროავტობუსები – N4, N15, N44, N73, რომლებიც თამარაშვილის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩაზე ვაკის პარკის მხრიდან, ჭავჭავაძის გამზირისა და მიშველაძის ქუჩის გავლით ხვდებოდნენ, სამუშაოების პერიოდში აბაშიძის ქუჩას თამარაშვილის ქუჩიდან, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ავალიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან.

ყველა დანარჩენი მარშრუტისთვის (N34, N88) სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპის განხორციელების დროს დადგენილი სქემა უცვლელი დარჩება.

magti 5g