LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება „ვირჯინ გალაქტიკის“ ზებგერითი თვითმფრინავი – იხილეთ პირველი ფოტოები

761
airnewsgst

ბრიტანულმა კომპანიამ წარადგინა იმ თვითმფრინავის დიზაინი, რომელზეც „როლს როისთან“ ერთად მუშაობს. ზესწრაფი თვითმფრინავი ბგერის სიჩქარეზე სამჯერ სწრაფად იმოძრავებს და 19 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. თვითმფრინავის კაბინაში მგზავრებისათვის ყველანაირი კომფორტი იქნება შექმნილი, გაიყიდება როგორც ბიზნეს, ასევე პირველი კლასის სამგზავრო ბილეთები.

ბუნებრივია, ზესწრაფი სამგზავრო ლაინერით გადაადგილება ძვირი სიამოვნება იქნება. ერთი ბილეთის ფასი დაახლოებით 250 000 დოლარს მიაღწევს.

სუპერ ლაინერი ჩვეულებრივ თვითმფრინავებზე ორჯერ უფრო მაღლა იფრენს. მისი ძრავის შემუშავებაში აერონავტიკის კომპანიას ბრიტანული გიგანტი, „როლს როისი“ ეხმარება. „ვირჯინ გალაქტიკმა“ ზესწრაფი სამგზავრო თვითმფრინავის შექმნის იდეა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გააჟღერა, პროექტის ფარგლებში კომპანია „ნასასთანაც“ თანამშრომლობს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g