LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი რეგულაციებით ხსნიან სკოლებს აშშ-ში: „საქართველოშიც არ არის რთული ამ ყველაფრის ორგანიზება, მაგრამ…“

91
maiaciramua202345

ფსიქოლოგი მაია ცირამუა გადაცემაში „შენი დილა“ აშში-ში მოღვაწე ქართველი ექიმის, ნანა გეეგჭკორისა და მისი ქალიშვილის, ანა მარიას საინტერესო ჩართვას ეხმიანება, სადაც დედა-შვილი სკოლაში დაწესებული რეგულაციების შესახებ საუბრობს. ფსიქოლოგმა ამ ჩართვიდან საინტერესო დეტალები საკუთარ სტატუსში გააერთიანა და საკუთარი მოსაზრებაც გაუზიარა მკითხველს სკოლაში რეგულაციების შესახებ.

გთავაზობთ ფსიქოლოგის პოსტს:

„სკოლაში პრევენციული ზომების დაცვის ამერიკული გამოცდილება:

1. სკოლის შესასვლელთან ბავშვები იცავენ 2-მეტრიან დისტანციას – დახაზულია შესაბამისად;

2. სკოლაში შესვლამდე თერმოსკრინინგი და სპეციალური სკრინინგის ფორმა, რომელიც შევსებულია მშობლის მიერ, სადაც ჩანს, იყო თუ არა რაიმე სარისკო გარემოება ბავშვის გარემოში ( ვფიქრობ, ეს, ოფიციალურად ზრდის მშობლის პასუხიმგებლობას )

3. საკლასო ოთახში ბავშვების რაოდენობა შეზღუდულია, სკოლა მaქსიმალურად იყენებს ყველა აივრცეს, რომ არ მოხდეს კლასის გადატვირთვა. მერხები დგას 2-მეტრიანი დისტანციით, ბავშვს უკეთია პირბადე, შესვენებებზე ბავშვი არ ტოვებს თავის ადგილს და არის სპეციალური ( იოგას) ვარჯიშები, რითაც უზრუნველყოფილია მისი ფიზიკური განმუხტვა;

4. ბავშვები ასეთი განლაგებით ახერხებენ თამაშსაც – არის სპეციალური დისტანციური თამაშები, რაც ადგილიდან ხდება, არ შეიძლება ყვირილი, რადგან ეს ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას;

5. ლანჩის დროს ბავშვებისთვის ადგილზე მოაქვთ საჭმელი, იქამდე მასწავლებელი ასუფთავებს მერხს, ბავშვები იმუშავებენ ხელებს, აკრძალულია საჭმლის გაყოფა ან ნივთების გაცვლა- გამოცვლა, რადგან ეს ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას;

6. დაავადების შემთხვევაში მთელი კლასი გადაჰყავთ დისტანციურ სწავლებაზე და სკოლა სანიტარულად მუშავდება;

7. დავამატებ სხვა ქვეყნის გამოცდილებასაც – თუ მშობელი ბავშვს ტოვებს დისტანციურ სწავლებაზე, ის გაკვეთილს ესწრება ონლაინ ჩართვით – მასწავლებელი დამატებით არ ატარებს მათთვის გაკვეთილს, რაც გამორიცხავს პედაგოგის ორმაგ დატვირთვას;

არ არის რთული ამ ყველაფრის ორგანიზება, მაგრამ საქართველოს 2000 სკოლიდან მხოლოდ 800 სკოლაშია ახალგარემონტებული ტუალეტი, უნდა ვივარაუდოთ, რომ დანარჩენ სკოლებში ეს საკითხი პრობლემურია.

განათლების სამინისტრო არ იძლევა ცხად რეკომენდაციებს, სკოლამ და მშობელმა უნდა გადაწყვიტოსო. ეს ის საკითხია, სადაც რეკომენდაციები ცენტრალიზებული უნდა იყოს და მაქსიმალურად ეყრდნობოდეს ეპიდემიოლოგების ცოდნას და არა კონკრეტული დირექტორის ან რესურსცენტრის გადასაწყვეტი იყოს.

თუ უცხოეთში მცხოვრები ჩემი მეგობრები დაამატებენ რაიმეს ამ ნორმებს, მადლობელი ვიქნები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g