LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი და ლიდერი? – დათო გოგიჩაიშვილი სფოთლაითიდან!

1299
ლევან გოგიჩაიშვილი

,,ჩემთვის ლიდერის საუკეთესო მაგალითია ე.წ. „მეხუთე დონის ლიდერი“, ანუ ლიდერი, რომელიც უხმაუროდ მუშაობს, ანუ „ლიდერი, როგორც მსახური“. ლიდერი ყველაზე კარგია მაშინ, როდესაც საქმე გაკეთებულია ძალიან კარგად, მაგრამ თვითონ ლიდერი არ ჩანს” – როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი და ლიდერი-  დათო გოგიჩაიშვილი სფოთლაითიდან!

დათო გოგიჩაიშვილი:

„ვინ არის კარგი ლიდერი? ამბობენ, რომ რომელიღაცა დეპარტამენტის უფროსი კარგი ლიდერია, რადგან ამ კვარტალში კარგი შედეგები ჰქონდა. შეიძლება კარგ ლიდერად ჩაითვალოს ის, ვინც მკაცრია და ვისაც ყველა ემორჩილება.

ჩემთვის ლიდერის საუკეთესო მაგალითია ე.წ. „მეხუთე დონის ლიდერი“, ანუ ლიდერი, რომელიც უხმაუროდ მუშაობს, ანუ „ლიდერი, როგორც მსახური“. ლიდერი ყველაზე კარგია მაშინ, როდესაც საქმე გაკეთებულია ძალიან კარგად, მაგრამ თვითონ ლიდერი არ ჩანს და არც არის საჭირო რომ ჩანდეს. საქმის დასრულების შემდეგ გუნდის წევრები ამბობენ, რომ ეს მათ გააკეთეს.

ამის კლასიკური მაგალითია რაბაი ჯეიკობსონის, ებრაელი მასწავლებლის ამბავი, რომელიც თავის მასწავლებელს სკოლის დამთავრებიდან 20 წლის შემდეგ შეხვდა და იმ შემთხვევაზე უამბო, რომელმაც მას მასწავლებლად გახდომა გადააწყვეტინა.

სკოლაში სწავლისას რაბაიმ თანაკლასელის ძვირადღირებული საათი მოიპარა, რომელიც ძალიან მოსწონდა. მოსწავლემ ბუნებრივია, მასწავლებელს ამცნო დანაკარგის შესახებ და დახმარება სთხოვა.

მასწავლებელმა კლასს განუცხადა მომხდარის შესახებ და იმ ბავშვს, რომელმაც სხვისი ნივთი აიღო, მისი უკან დაბრუნება სთხოვა. მას შემდეგ, რაც არაფერი მოხდა, მან მოსწავლეებს სთხოვა ერთ რიგად, კედელთან დამდგარიყვნენ და თვალები დაეხუჭათ, შემდეგ კი ყველა მათგანს შეუმოწმა ჯიბეები, თუმცა როდესაც საათი იპოვა, ძებნა არ შეუწყვეტია, რათა არავინ მიმხვდარიყო, ვინ იყო ქურდი.

მიუხედავად იმისა, რომ რაბაი შიშობდა, ეს ამბავი არ გახმაურებულა და არავის გაუგია, რომ მან საათი მოიპარა. ამ ამბავმა მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადაწყვიტა მასწავლებელი გამხდარიყო.

მასწავლებელმა 20 წლის შემდეგაც იოლად შეძლო ამ ამბის გახსენება, თუმცა აღნიშნა, რომ ამ მომენტში პირველად გაიგო ვინ იყო ქურდი, რადგან ბავშვების შემოწმებისას თვალები მასაც დახუჭული ჰქონდა.

შემიძლია საპირისპირო მაგალითიც გავიხსენო. მახსოვს ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც მუდამ მიმეორებდა, ასეთი ინგლისურით შორს ვერ წახვალო. მას ლას ვეგასიდან დავურეკე და ვუთხარი, რომ საკმაოდ შორს წასვლა შევძელი. დავპირდი, რომ ამაზე შორს როცა წავალ, იმასაც ვამცნობ J

https://www.facebook.com/marketer.ge/videos/1009969606028766/?__xts__[0]=68.ARCaA7WAZymZZMHpjVU0xr_VF6Sv-pXninozjD7AG3Wou9KTcAiON8bcoJanB266z2a8v9B85lNXToWfTXdgSvyD79HlN0FaiS_GaD4_IDO3zBfAsX_Bs9GELUOUbgoy1mwlgCNl-RAsHHp-TNi4pAtbNohAofvCtMTHOLRGNnNIMyRwCqA0GzdZdGMtHQ-gia4LKExZfb8ASh7gGXRgVpt3PvVXwAAup1mETCIQMP7O769sFFshdAKoOah1hmHEJJgU8zV5IgPie25Vu8EUiazlSDm5671lGniu3kpH-EQTQTA4nKTDSc_e46DJxJc7WKZlO20ASpvLfK4pIqXFCYf-BLxAwzXi6M3uWprht1cVwE3SkmmzYQ&__tn__=H-R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g