როგორია 2026 წლის ტრენდული მაკიაჟი და ფერები – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ვიზაჟისტმა შორენა ჯიქიამ ისაუბრა.
რა არის წელს ტრენდული მაკიაჟში?
დღეს მაკიაჟში ტრენდული არის ბუნებრიობა. კანი უნდა იყოს ჯანმრთელი, მოვლილი და ბზინვარე. მძიმე ტონალური და ძალიან გადატვირთული მაკიაჟი ნაკლებად აქტუალურია. ახლა მთავარი იდეაა – მაკიაჟმა უნდა გამოკვეთოს ადამიანის ინდივიდუალობა.
ფერების არის უფრო მშვიდი, ყავისფერ ტონებში. გამოკვეთილი უნდა იყოს ან თვალი ან ტუჩი. ორივეს გამოკვეთა მხოლოდ იმ შემთხვევაშია სასურველი, თუ სადღესასწაულო მაკიაჟს ვაკეთებთ.

როგორ უნდა ავირჩიოთ მაკიაჟი?
მაკიაჟი ყოველთვის უნდა შეირჩეს ადამიანის სახის ფორმის, კანის ტიპის და ხასიათის მიხედვით. ერთი და იგივე მაკიაჟი ყველას არ უხდება. სწორედ ამიტომ არის ვიზაჟისტის როლი მნიშვნელოვანი.
ჩემთვის მაკიაჟი მხოლოდ სილამაზე არ არის – ეს არის ემოცია, თვითდაჯერება და ენერგია, რომელსაც ქალი იღებს როცა სარკეში საკუთარ თავს უყურებს და ამბობს: რა ლამაზი ვარ.
უნდა გკითხო 35+ მაკიაჟზეც…
ასაკობრივ მაკიაჟში ყველაზე მნიშვნელოვანია სიმსუბუქე. მძიმე ტონალური, ძალიან მუქი კონტური და ბევრი პუდრი ხაზებს უფრო აჩენს. ამიტომ მე ყოველთვის ვცდილობ კანი იყოს ბუნებრივი, ვიყენებ ბბ კრემს. მაკიაჟით უნდა შევქმნათ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია.