LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია გურჯაანში, გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

128
გურჯაანი

გურჯაანში, გაზგასამართ სადგურზე დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანიდან ორი კლინიკიდან გაწერეს.

გურჯაანში, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი გურჯაანში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში იყო მოთავსებული, ერთი კი – თბილისის დამწვრობის ცენტრში.

როგორც „ფორტუნას“ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი შათირიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის, ორივე პაციენტი ბინაზე, ამბულატორიული მკურნალობის ქვეშ არის გაწერილი, ერთი კი თბილისში, შესაბამის კლინიკაშია რეფერირებული.

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

magti 5g