LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა: „ცვლილების შემდეგ, ვერონას ჰოსპიტალში წაიყვანეს და იქ დაახლოებით, 4 საათი გაატარა“

285
ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრაში, 45-ე წუთზე, მეტოქის მცველ პაველ დავიდოვიჩთან შეჯახების შემდეგ შეცვლა ითხოვა – „ნაპოლის“ ლიდერმა თავბრუსხვევა იგრძნო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

Geo Team-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლის“ სამედიცინო სტაფის წევრთან ერთად, ცვლილების შემდეგ, ვერონას ჰოსპიტალში წაიყვანეს და იქ დაახლოებით, 4 საათი გაატარა. როგორც Geo Team წერს, ამ დროისთვის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. ხვიჩა გუნდისგან 2-დღიან დასვენებას მიიღებს.

„ფეხბურთელი თავს ცუდად პირველი შეჯახების შემდეგ გრძნობდა, მთელ სხეულში დაბუჟებას გრძნობდა, ტაიმის ბოლოს ფიზიკურმა კონტაქტმა კი სიტუაცია გაართულა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ახლა ყველაფერი მშვიდობითაა, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. ხვიჩა გუნდისგან 2-დღიან დასვენებას მიიღებს.

25 აგვისტოს, ბოლონიას წინააღმდეგ თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არაა. ქართველი შემტევი მზად იქნება“, – წერს Geo Team.

ცნობისთვის, ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „არეა ნაპოლიმ“, საიდანაც ირკვევა, რომ თავბრუსხვევის გარდა, კვარაცხელიას კუნთიც დაეჭიმა.

„კვარაცხელიამ „ვერონასთან“ მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო, მაგრამ, წინასწარი ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს“, – წერს „არეა ნაპოლი“.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კი ნეაპოლელების მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ აღნიშნა, რომ „საშიში არაფერია“.

„როგორც დაინახეთ, მას თავში უკნიდან ჩაარტყეს, მიუხედავად ამისა, თამაში გააგრძელა. თუმცა პირველი ნახევრის ბოლოს შეცვლა გვთხოვა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. ახლა კი ის კარგადაა, საშიში არაფერია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g