პოპულარულ საავტომობილო Youtube არხზე Johan De Haes-ზე გამოჩნდა ვიდეო, რომელიც სპორტქარის საჭესთან მოთავსებული მძღოლის მიერაა გადაღებული და მაყურებელს პირველი პირის თვალით დანახულ მგზავრობას აჩვენებს.
კომპანია KTM-მ სპორტქარი X-Bow პირველად 2 წლის წინ განაახლა. მაშინ მოდელს ძარა შეუცვალეს და აეროდინამიკური ელემენტები კი გაუუმჯობესეს. 0-დან პირველ „ასეულს“ სუპერქარი 3,9 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 231 კმ/სთ-ია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოდელის საბოლოო მოდიფიკაცია 300-ძალიანი აგრეგატითაა აღჭურვილი და მისი ფასი ევროპულ ბაზარზე 74,9 ათასი ევროდან იწყება.